მაია ნიკოლეიშვილი - "დანაშაულია, რომ ლიკვიდირებულების ექსპერტიზა 8 თვის შემდეგ ტარდება"

მაია ნიკოლეიშვილი - "დანაშაულია, რომ ლიკვიდირებულების ექსპერტიზა 8 თვის შემდეგ ტარდება"

2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული 7 პირის ექსჰუმაცია მიმდინარეობს. როგორც დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ლიკვიდირებულ პირებს ექსპერტიზა 8 თვის განმავლობაში რომ არ ჩაუტარდათ, დანაშულია.

"ვიღაცის ინტერესი იკვეთება, ეს გაჭიანურებულიყო დროში, რომ რაღაც წაშლილიყო. თუ ორგანოები ამოღებულია, კვალის დაფარვა უკვე სახეზეა და სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდება. პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო საქმეში, უნდა გაკეთებულიყო ექსჰუმაცია. რაც დრო გადის, რბილი ქსოვილები იშლება და ინფორმაცია იკარგება. გარდაცვალებიდან 8 თვის მერე ექსგუმაციის ჩატარება პირდაპირ და კატეგორიულად გეტყვით, დანაშაულია" - აღნიშნავს მაია ნიკოლეიშვილი.

შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ლიკვიდირებული პირების ექსჰუმაციის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ