გოგა ხაჩიძე - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”

გოგა ხაჩიძე  - ”გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილს სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ხაჩიძე "ფეიბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, გია ხუხაშვილი კომპანიების - Outdoor.ge-სა და media port-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამ საქმის მიხედვას სთხოვს.

"ქ-ნ ბესელიას თუ დავუჯერებთ, ხუხაშვილი ჩემი ახალი მუზაა.

ჰოდა, მუზასთან დაკავშირებით, მინდა ახალი ამბავი გიამბოთ.

პირველ რიგში ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო.

ბ-ნო ბიძინა!

მცირე, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ თქვენამდე ასეთი ინფორმაციები არ აღწევს, ამიტომ თუ ჩემი "მცირე იმედი" რეალურია, გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფავორიტ მრჩეველს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ ბ-ნი ხუხაშვილი ინტენსიურ, პირდაპირ ზეწოლას ახდენს კომპანიებზე Outdoor.ge და media porti ბიზნესის წართმევის მიზნით.

ეს ორი კომპანია სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

"ბიზნესის წართმევა" ჰქვია იმას, როდესაც აღნიშნულ კომპანიებს ეუბნები: ბიზნესი გადმოგვიფორმეთ, ფასს შენ თვითონ ადგენ და ამ ფასის გადახდასაც მაშინ "პირდები", როდესაც თვითონ ეს ბიზნესი გამოიმუშავებს ჩაფიქრებულ თანხას.

უფრო მეტი კონკრეტიკა თუ გინდათ, შეიძლება გიორგი ღამბაშიძეზეც ლაპარაკი, რომელსაც სხვათა შორის ოფიციალურ ავტობიოგრაფიაში, დეკლარირებული კრედო აქვს მითითებული: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ასევე საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ლომებზე და მელიებზე.

გთავაზობთ ციტატას ბიოგრაფიიდან :

"ყველა ცხოველიდან დაე ბატონი ორ მათგანს ჰყავდეს - ლომს და მელას. ლომს ეშინია ხაფანგების, ხოლო მელას მგლების. ანუ, უნდა ჰგავდე მელას, იმისთვის რომ ხაფანგებს გვერდი აუარო და ლომს, რათა შეაშინო მგლები."

თქვენც გეცინებათ ბ-ნო ბიძინა?...

მე - კი

ჰოდა სიცილს რომ მოვრჩებით, დაიბარეთ დიდი მრჩეველი და მიხედეთ ამ საქმეს თორემ ისედაც გახუხულია უკვე ქართული ეკონომიკა.

დარწმუნებული ვარ გულთან მიიტანთ ზ.ა. პრობლემას და არ გამიწბილებთ ამ გულუბრყვილო ოპტიმიზმს", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს