რიანას მაყურებელი სტვენით შეხვდა

რიანას მაყურებელი სტვენით შეხვდა

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა რიანამ ბოსტონელი თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია. თავდაპირველად მომღერალმა მარტის კონცერტი ავადმყოფობის გამო გადადო, ამჯერად კი კონცერტზე სამი საათით დააგვიანა. გაბრაზებული თაყვანისმცემლები რიანას სტვენით შეხვდნენ.

"ბოსტონი ორი თვე ელოდებოდა მას, მან კი სამი საათით დააგვიანა. ნამდვილად დაიმსახურა ასეთი დახვედრა! ძალიან გავბრაზდით", - წერენ უკმაყოფილო ფანები სოციალურ ქსელებში.

დაგვიანების ოფიციალური ვერსია არ არსებობს, მაგრამ ფანები კიდევ უფრო გააბრაზა გავრცელებულმა ხმებმა, რომ რიანა Chicago Bulls-ის კალათბურთის მატჩს ესწრებოდა.

თავად რიანა, როგორც ჩანს, არც ისე მტკივნეულად აღიქვამს მისი ფანების გულისტკივილს.

"ბოსტონო, არასდროს დამავიწყდება ეს საღამო! ახლა კიდევ უფრო მიყვარხართ! მადლობა ყველას!" - დაწერა ვარსკვლავმა კონცერტის დასრულების შემდეგ "ტვიტერზე".

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება