და-ძმა ავაზასთან ერთად ცხოვრობს

და-ძმა ავაზასთან ერთად ცხოვრობს

სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები და-ძმა ავაზასთან, სკილასთან ერთად ცხოვრობს. 3 წლის მალანი და 1 წლის კაილა ავაზასთან თამაშობენ, ჭამენ და სასეირნოდაც მიდიან. ბავშვების მშობლებს კიმსა და ჰეინის ეს სავსებით არ აშინებთ. ავაზა მათაც ძალიან უყვართ, სწორედ კიმმა გადაწყვიტა ცხოველის სახლში მიყვანა.

"რძეს შვილებისთვის და ავაზასთვის ვათბობ და ყველას ერთად ვკვებავ. როდესაც სკილა პატარა იყო, ოფისში მიმყავდა და მორიგეობისას ჩემთან ვტოვებდი. ბავშვებმა ავაზასთან ურთიერთობა ადვილად ააწყვეს. ისინი სკილას ისევე ექცევიან, როგორც სხვა ბავშვები თუნდაც კატას, ან ძაღლს. ჩემს პატარა გოგონას ჰგონია, რომ ავაზა დიდი სათამაშო დათუნიაა და ხშირად ეფერება", - ამბობს დედა.

ავაზა სახლის უკან ბაღში ცხოვრობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს