კონსტანტინე გამსახურდია - მეღვინეთუხუცესი ამბობდა, ეს უბედურება იმიტომ გვჭირს, ზვიად გამსახურდიას სამართლიანად რომ არ მოვექეცითო

კონსტანტინე გამსახურდია - მეღვინეთუხუცესი ამბობდა, ეს უბედურება იმიტომ გვჭირს, ზვიად გამსახურდიას სამართლიანად რომ არ მოვექეცითო

საქართველის პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ეჰ, საცოდავი მეღვინეთუხუცესი, ნამდვილად დამენანა. დიდი მსახიობი იყო. უფალმა შეუნდოს ყველა შეცოდება..... 2009 წლის აქციებზე მოდიოდა და გამოსვლებში ამბობდა, ეს უბედურება იმიტომ გვჭირს, ზვიად გამსახურდიას წესიერად და სამართლიანად რომ არ მოვექეცითო", - წერს გამსახურდია "ფეისბუქზე".

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს