როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში

როდის მუშაობდა გიორგი გუგავა ჩაის ფაბრიკაში

ეკონომისტების ოჯახში გაიზარდა. თავად იურისტობა გადაწყვიტა. სტუდენტობისას იუმორისტულ სკეტჩებში მონაწილეობდა. გიორგი გუგავა 1997 წლიდან "ლეიბორისტული პარტიის" წევრია და როგორც თავად ამბობს, თავიდან ფეხებამდე პარტიულ საქმეებშია გადართული. ამის გამო საყვედურებსაც კი იღებს მეუღლისგან. ახლახან შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონში იყრიდა კენჭს. შალვა ნათელაშვილმა ნაძალადეველებს მოუწოდა, გუგავა ავირჩიოთ და ერი ვიხსნათო... ვერ ვიხსენით ერი, სამაგიეროდ, სექსუალური უმცირესობები არიან მშვიდად, დამცველი ჰყავთო, მითხრა ჩემმა რესპონდენტმა ინტერვიუს დაწყებამდე, თუმცა დღეს ბატონ გიორგისთან პოლიტიკაზე არ გვისაუბრია.

- ოჯახი რომ გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანის ცნობიერების, ხასიათის ჩამოყალიბებაში, ამ შეფასებაში პირველი ნამდვილად არ ვიქნები. სამწუხაროდ, ახლახან მამა გარდამეცვალა და ამან ტრაგიკული გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩვენი, ძმების ჩამოყალიბებაში მამამ დიდი წვლილი შეიტანა. პრინციპები, რითაც პოლიტიკაში, ცხოვრებაში ვმოქმედებ, მისი დანერგილია ჩემში. მამა ბუღალტერი, ეკონომისტი გახლდათ. მკაცრი და სამართლიანი იყო, თუმცა კონკრეტულად არაფერს გვიკრძალავდა, - ეს არ შეიძლება და არ გააკეთოო, არ მახსენდება. აღზრდის ფორმებიდან თავად უნდა განგვესაზღვრა, რა იყო მართებული და რა დაუშვებელი. ცდილობდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები, თუმცა როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაშინაც და ახლაც, ყოველთვის ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა ჩემი ეს ნაბიჯი მას. უდავო ავტორიტეტი იყო ის ჩემთვის.

- დედაზე რას გვეტყვით?

- საოცრად თბილი იყო და არის დღემდე. მისთვის განსაკუთრებულები, განუმეორებლები და ერთადერთები ვიყავით სამივე ძმა. ისიც ბუღალტერი გახლავთ პროფესიით, თუმცა თავისი კარიერა შვილებს შემოგვწირა. ბევრად ლოიალური იყო, ვიდრე მამა. ცდილობდა, ჩვენი ონავრობა მამის ყურამდე არ მიეტანა, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, დღესაც როგორც ბავშვებს, ისე გვიყურებს.

- რას ონავრობდით?

- ბავშვებს ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ: მეზობლის ბაღში ხილის მოპარვა, სკოლაში არადამაკმაყოფილებელი ქცევა...

- ნიშნებიც?

- ცუდად არ ვსწავლობდი, თუმცა მოზარდობის, ყმაწვილკაცობის წლებში სხვა გატაცებებმა იჩინა თავი და ეს ნიშნებსაც დაეტყო. ჩხუბი, დალევა, ეს ყველაფერი მამის ყურამდე არ უნდა მისულიყო. თუ მაინც მივიდოდა, დედას ჰბრალდებოდა, შენ აფარებ ხელსო, ეუბნებოდა.

- მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ?

- სიმართლის თქმა, ეს იყო მთავარი პრინციპი მათ აღმზრდელობით საქმიანობაში და ამასვე გვასწავლიდნენ ჩვენც. გაჭირვებულის შეცოდებისკენ მოგვიწოდებდნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა