ქუთაისში "პატრიოტებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ქუთაისში "პატრიოტებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ქუთაისში, "პატრიოტების" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერის კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი არჩევს, რეზონანსი მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელები "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გაკეთებულ განცხადებას ქალაქის შეურაცხყოფად მიიჩნევენ, რის გამოც მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

"ეს განცხადება ქუთაისის შეურაცხყოფა და 1 -ლი ოქტომბრის შედეგების ფეხქვეშ გათელვაა! ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით წლების მანძილზე რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ისევ არაფრად ჩაეგდოთ საზოგადოების აზრი და მორიგი ბლეფი მიგვეღო? დავიჯერო, ბატონი პრემიერი ასე უცერემონიოდ არჩევს ერთპიროვნულად ქალაქის მერს და კომისიაც და კონკურსიც უბრალო ფორმალობაა?!" - განაცხადა კოალიცია "გამჭვირვალე თვითმმართველობის" წარმომადგენელმა მანანა მანაგაძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა