სილამაზის გამო ქვეყნიდან განდევნილი მამაკაცის გული თავისუფალია

სილამაზის გამო ქვეყნიდან განდევნილი მამაკაცის გული თავისუფალია

ომარ ბორკან ალ გალას, რომელიც საუდის არაბეთიდან ზედმეტი მომხიბვლელობის გამო გამოაგდეს, მეგობარი გოგონა არ ჰყავს. ამის შესახებ 25 წლის ომარმა GMA Channel 7-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მოდელმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა უეცარმა პოპულარობამ მისი ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ალ გალა, რომელიც წარმოშობით დუბაიდანაა, საუდის არაბეთიდან გამოაძევეს. მედიის ინფორმაციით, დეპორტის მიზეზი მისი მიმზიდველობა იყო. მაგრამ ამ ინციდენტის წყალობით ომარის კარიერამ აღმასვლა დაიწყო. ის პოპულარული გახდა და მისი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი 800 000-მა ადამიანმა მოიწონა.

"ახლა უამრავი ადამიანი მცნობს ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. უამრავი ადამიანი მიღებს ფოტოს. სიმართლე რომ გითხრათ, ეს შესანიშნავი გრძნობაა", - განაცხადა მოდელმა.

აღმოჩნდა, რომ მოდელობის გარდა ალ გალა ფოტოგრაფი და პოეტიცაა. ინტერვიუს დროს ომარმა ისიც აღნიშნა, რომ ის ახლა არავის ხვდება და მისი გული თავისუფალია:

"მე ვჩუქნი სიყვარულს მას, ვინც მჩუქნის სიყვარულს. ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად ვუდგები და ნეგატივს უფლებას არ ვაძლევ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე იმოქმედოს. ვფიქრობ, რომ ყოველთვის შევინარჩუნებ ღიმილს სახეზე", - განაცხადა ომარ ბორკან ალ გალამ.

მომზადებულია Latinos Post-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება მამაკაცი, რომელიც "ზედმეტად სიმპათიურობის" გამო ქვეყნიდან გააძევეს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს