ზაზა ფაჩულიას შვილებს ქართულს ბებიები ასწავლიან

ზაზა ფაჩულიას შვილებს ქართულს ბებიები ასწავლიან

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

"ენ-ბი-ეის" ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ვაჟები საზაფხულო არდადეგებს თბილისში ბებიასთან ატარებენ. 4 წლის დათი და 3 წლის საბა ბებიებთან - ზაზას დედასთან, მარინა კოდუასთან ვერაზე და თიკას დედასთან - ზეინაბ დვალიშვილთან, ნაძალადევში მონაცვლეობით სტუმრობენ. როგორც ცნობილია, ატლანტაში, სადაც ფაჩულიები ცხოვრობენ, ალერგიული ჰავა და ხელოვნური გარემოა. გარდა ამისა, დათიმ და საბამ ქართულად კარგად რომ ილაპარაკონ, მშობლები ცდილობენ, ბავშვებს საქართველოში ბებიებთან მეტი დრო გაატარებინონ.

მართალია, პატარები ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრებიან, მაგრამ ბებიები ძირითადად ქართულად ელაპარაკებიან. ბავშვები ბებიის მომზადებულ წვნიანებს და ხაჭაპურსაც სიამოვნებით მიირთმევენ და ამერიკულ საჭმელებს სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ. თუ რამე მოუნდებათ, ბებიას სთხოვენ, ნაძალადევში მეზობლის ავტოფარეხში გახსნილ მაღაზიას მიაკითხოს და უყიდოს. ბავშვებმა უბნის პატარა მაღაზია ამერიკულ სავაჭრო ცენტრთან გააიგივეს და ჩათვალეს, რომ რაც მოუნდებათ, იქ ყველაფერს ნახავენ და შეიძენენ. თან უხარიათ, მაღაზია "საკუთარ ეზოში" რომ აქვთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"