ოდესაში პუტინი შაურმის სარეკლამო სახედ აქციეს

ოდესაში პუტინი შაურმის სარეკლამო სახედ აქციეს

ოდესაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რეკლამას შაურმას უკეთებს. სარეკლამო დაფაზე რუსეთის პრეზიდენტი შაურმით ხელშია გამოსახული (სურათი "ფოტოშოპის" ნაყოფია). იქვე აღნიშნულია, რომ სწრაფი კვების ობიექტი კლიენტებს შაურმის გარდა, ჰოთ-დოგსა და სულგუნსაც სთავაზობს.

რეკლამა გამვლელების ყურადღებას იქცევს, თუმცა ვერ იზიდავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფოტოს რეკლამისთვის გამოყენების ნებართვა არ გაუცია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პოლიტიკოსის ფოტოს რეკლამისთვის იყენებენ. ადრე ოდესაში შაურმის რეკლამისთვის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ფოტოც გამოიყენეს. ერთ-ერთი საშაურმე კი კლიენტებს "მაიკლ ჯექსონის რეცეპტით" დამზადებულ შაურმას სთავაზობდა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს