გურამ ოდიშარია - რიყის "მილები" გლდანს მოუხდებოდა

გურამ ოდიშარია - რიყის "მილები" გლდანს მოუხდებოდა

კულტურისა მინისტრი გურამ ოდიშარია მიიჩნევს, რომ რიყის მუსიკალური თეატრის შენობა გლდანს დაამშვენებდა. ამის შესახებ ოდიშარიამ გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.

"თბილისში 2009 წლის შემდეგ ახალი შენობები აშენდა - იუსტიციის სახლი, ხიდი, რიყეზე მუსიკალური თეატრი, ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია. ასეთ შენობებს არსად აშენებენ.

პირადად ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მიუხედავად დიდი ხარჯისა, მუსიკალურ თეატრს ავიღებდი. ამ მილებს დავდგამდი გლდანში, რადგან იქაურობას მოუხდებოდა და გლდანი უფრო მნიშვნელოვანი რაიონი გახდებოდა. იგივე შეიძლება გითხრათ იუსტიციის სახლზეც - მას ავაშენებდი ვარკეთილში. ვიქნებოდით ევროპის ქვეყნების მსგავსად, სადაც ასეთი შენობები სულ სხვადასხვა ადგილასაა და არა ერთ სივრცეში", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

კულტურის მინისტრის თქმით, დედაქალაქს შესაბამისი გეგმა სჭირდება, რაზეც სამინისტრო იმუშავებს.

"საერთოდ, თბილისს გეგმა სჭირდება, სად რა სიმაღლის ან რა შენობა უნდა აშენდეს - ამაზე ვიმუშავებთ", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ:

თეატრი რიყეზე - "ტრუბა" თუ 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"