მაკოლეი კალკინს ფილტვების კიბო ემუქრება

მაკოლეი კალკინს ფილტვების კიბო ემუქრება

მაკოლეი კალკინს ნარკოტიკებზე თავის დანებების შემდეგ, ახალი მავნე ჩვევა დასჩემდა. მსახიობი, რომელმაც სახელი ფილმ "მარტო სახლში" თამაშით გაითქვა, დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა, რის გამოც მაღალია ალბათობა, რომ მსახიობს ფილტვების კიბო განუვითარდეს.

ამის გამო ძალიან ნერვიულობენ მაკოლეის მეგობრები და ნათესავები. "შეიძლება ითქვას, თავს იკლავს. ყოველთვის, როდესაც ვხედავ, პირში სიგარეტი აქვს. დღეში 60 ღერს ეწევა. კბილები გაუყვითლდა და გამუდმებით ახველებს. ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ და განიცდიან", - აცხადებს National Enquirer-ის წყარო.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება