ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას

ვინ ცდილობს ნუკა გვალიასა და ნინა სუბლატის დაპირისპირებას

"საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი კონკურსანტი ნინა სუბლატი, ნუკა გვალიასთან ერთად, ერთ-ერთ ფავორიტ მონაწილედ მიიჩნევა. მისი საკონცერტო გამოსვლები ყოველთვის განსხვავებულია და მაყურებლისა და ჟიურის ოვაციებს ერთნაირად იმსახურებს. ნინას ნამდვილი გვარი უცნობია, ამბობს, რომ ფინალამდე თუ მიაღწევს, აუცილებლად გაამხელს. მანამდე კი საკუთარი ცხოვრების, შეყვარებულისა და გატაცებების შესახებ გვესაუბრა.

- მე ვარ ნინა სუბლატი, 18 წლის. დავიბადე მოსკოვში და სამი წლის განმავლობაში იქ ვიზრდებოდი, შემდეგ თბილისში, ჩემს ოჯახში დავბრუნდი. სუბლატი ჩემი ფსევდონიმია, რომელიც 8 წლიდან მომყვება. ნამდვილ გვარს ჯერ არ ვამხელ. სუბლატი - თავად მოვიგონე, მარტივად, ასოების კომბინაციით და ძალიან მომეწონა. მინდოდა, ამ პროექტშიც ფსევდონიმით გამოვსულიყავი, რადგან ნამდვილი გვარით არავინ მიცნობს.

- მშობლების შესახებ მოგვიყევი...

- დედ-მამა ცალკ-ცალკე ცხოვრობს. მამას მეორე ოჯახი აქვს, და-ძმა მყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ბრაზილიური ოჯახივით ვართ, ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ.

- ბავშვობიდან მღერი?

- რაც დავიბადე, მას შემდეგ ვმღერი, დროთა განმავლობაში ვოკალი დამეხვეწა და ამ პროექტამდე მოვედი. არც ერთ საბავშვო სტუდიაში არ მივლია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელ შედეგს ვერ მივიღებდი. "საქართველოს ვარსკვლავამდე" მუსიკალურ პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა.

- როგორ ცხოვრობ, გარდა მუსიკისა, კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- მუსიკა თან გატაცებაა და თან ჰობი, რადგან ყოველდღიურად მიწევს მასთან შეხება. ვკითხულობ წიგნებს, ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, გართობაზე აღარ არის საუბარი (იღიმება).

- რომელ სკოლაში სწავლობ?

- თავიდან პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი, შემდეგ 51-ეში გადავედი და იმის გამო, რომ დრო არ მაქვს, ახლა კერძო სკოლაში ვსწავლობ, მეთორმეტე კლასში ვარ. ბავშვობიდან თავისუფლად ვიზრდებოდი, მშობლები ყოველთვის მაძლევდნენ თავისუფლებას, რადგან არასწორად არაფერს ვაკეთებდი. მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და გავაკეთე. ყოველთვის მქონდა ჩემი აზრის გამოთქმის უფლება, ყველგან მიშვებდნენ და შედეგიც სახეზეა.

- ბერას სტუდიაში როგორ მოხვდი?

- კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიკო ლეჟავამ მითხრა კასტინგის შესახებ. რამდენიმე ვიდეო გავგზავნეთ და ჩვიდმეტ მონაწილეს შორის მოვხვდით. ერთი წელი ვსწავლობდი სტუდიაში, ქორეოგრაფიას, მუსიკის თეორიას და ვოკალს. უცხოელი პედაგოგები გვყავდა. ბერა ძალიან მეგობრული ადამიანია და ყოველთვის მხარში გვედგა, გვეხმარებოდა. პროექტის დამთავრების შემდეგ მე და მარიკომ სხვა გზით გადავწყვიტეთ წასვლა და კონკურსში მოვედით, ახლა არ ვიცი, იქ რა ხდება.

- რატომ მაინცდამაინც "საქართველოს ვარსკვლავი"?

- დიდი ხანი ვემზადებოდი კონკურსისთვის. საქართველოში მხოლოდ კონკურსი თუ დაგეხმარება მომღერალს, რომ წინ წაიწიო. მართალი გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ პირველად "საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგი დაიწყო. მაინც არ ვაპირებდი გასვლას, ვმერყეობდი. მერე კასტინგიც დამთავრდა, მაგრამ ერთ კვირაში ახალი, მესამე კასტინგი დაამატეს. ვიფიქრე, ჩემი ბედია-მეთქი. მოვედი, გამიმართლა და დავრჩი პროექტში.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ რამდენიმე კვირაში?

- ქუჩაში ხალხი მცნობს, ჟურნალებს ინტერვიუებს ვაძლევ. თავში არ ამვარდნია ეს ყველაფერი. მომზადებული ვიყავი, რომ ოდესღაც რაღაცას გავაკეთებდი და ხალხი გამიცნობდა. წლების წინ ჩემი ბენდი მყავდა, ქავერებს ვწერდით, მაგრამ მივხვდით, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და მალე დავიშალეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება