რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"

რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში"

გლდანი, ქერჩის ქუჩა, დაწესებულება, რომელსაც წლებია უკვე "როენას საუნად" იცნობენ... 2006 წლის 12 თებერვალს ორი ახალგაზრდა - თამაზ ლუცუფიძე და ლევან ყარყარაშვილი - "როენას საუნას" ერთად ტოვებენ, ტაქსიში სხდებიან, რის შემდეგაც თამაზის კვალი ქრება...

უკვე რვა წელია, თამაზ ლუცუფიძის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. საქმე გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ აღძრა, იყვნენ ეჭვმიტანილებიც, დაჰკითხეს მოწმეებიც, თუმცა სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. სად გაქრა 29 წლის ახალგაზრდა და რატომ არავინ ინტერესდება მისი გაუჩინარებით? რატომ ცვლიდნენ გამომძიებლებს კვირაში ერთხელ და ვინ მფარველობს საუნას? - ეს კითხვები დღესაც პასუხგაუცემელია.

ნათელა ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის დედა: - იმ დღეს, 12 თებერვალს, ჩემი რძლის დაბადების დღე იყო. მოკრძალებულად აღვნიშნეთ. საღამოს თამაზი სახლიდან გავიდა: სიგარეტს ვიყიდიო და მას შემდეგ აღარ გვინახავს. იმ ღამეს შინ რომ არ მოვიდა, ავნერვიულდი, მაგრამ ჩემს მეუღლეს მაინც არ გავაგებინე. ჩემს შვილს სიმამრი ჰყავდა ცუდად და ვიფიქრე, შეიძლება მის სანახავად წავიდა და იქ დარჩა-მეთქი. მეორე დღეს შევიტყვე, რომ თამაზს მისი მეგობარი თემურიც ეძებდა. ის და თემური განუყრელი მეგობრები იყვნენ და იმანაც რომ არ იცოდა ჩემი შვილის ასავალ-დასავალი, ამან საგონებელში ჩამაგდო. მაშინვე ჩემს მეუღლეს დავურეკე და თამაზის გაუჩინარების ამბავი გავაგებინე. დამამშვიდა: რა მოხდა, კაცია, მოვა, სად წავაო.

საღამოსაც რომ არ გამოჩნდა, მეზობლებთან ერთად ძებნა დავიწყეთ. კითხვა-კითხვით გავიგეთ, რომ იმ საღამოს თამაზი "როენას საუნად" ცნობილ საროსკიპოში მისულა. ჩემს შვილს შელაპარაკება მოსვლია ვინმე ლევან ყარყარაშვილთან. მას შემდეგ ჩემი შვილის კვალი იკარგება.

მიხეილ ლუცუფიძე, თამაზ ლუცუფიძის მამა: "როგორც შემდეგ გავიგეთ, ლევან ყარყარაშვილი სუტენიორი ყოფილა. იქვე "როენას საუნასთან" ახლოს, ქალთან ერთად ცხოვრობდა ქირით. ეს ქალი საუნაში მიჰყავდა, ამუშავებდა და ამით ირჩენდა თავს. იმ საღამოსაც იქ ყოფილან ორივენი. როცა ლევანს ამ ქალის საუნიდან წაყვანა დაუპირებია, ჩემს შვილს მისი დატოვება უთხოვია. როგორც გავარკვიეთ, ამ ქალს ჩემი შვილი სხვა საროსკიპოდან იცნობდა. ყარყარაშვილმა კი ქალი მაინც წაიყვანა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საუნიდან ნაქირავებ ბინაში ყარყარაშვილი და ის ქალი ტაქსით წავიდნენ. ეს ტაქსის მძღოლი თურმე ხშირად ემსახურებოდა საუნის თანამშრომლებს. ყარყარაშვილმა ის ქალი სახლში ჩაკეტა და ისევ საუნაში დაბრუნდა. როგორც მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ყარყარაშვილი რომ დაბრუნდა საუნაში, ჩემი შვილი იქაურ თანამშრომლებთან ერთად შამპანურს სვამდა. სწორედ ამ დროს სახლში ჩაკეტილმა ქალმა მობილური ტელეფონით მესიჯი გაუგზავნა მეგობარ ქალს, რომელიც ასევე საუნაში მუშაობდა: ლევანი გაბრაზებული გამოვიდა, ჩამკეტა, მიდი ტაქსის მძღოლთან და გამიგე, ხომ მშვიდობააო. როგორც გაირკვა, ყარყარაშვილს ორი ბოთლი ლუდი უყიდია და ჩემს შვილთან ერთად საუნა დაუტოვებია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი ტაქსიში ჩასხდნენ. მას შემდეგ არაფერი ვიცით".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"