ტანსაცმელი, რომელიც სპრეის საშუალებით იქმნება

ტანსაცმელი, რომელიც სპრეის საშუალებით იქმნება

ესპანელმა მოდის დიზაინერმა მანელ ტორესმა სამოსი სპრეისგან შექმნა.

დიზაინერი მოდელის შიშველ სხეულზე სპრეის აშხეფებს, შემდეგ აშრობს და ქსოვილად აქცევს. სპრეისგან შექმნილი სამოსი შეგიძლიათ გარეცხოთ და სხვა დროსაც ჩაიცვათ. დიზაინერს ტექნოლოგიის დახვეწისთვის რამდენიმე წელი და მძიმე შრომა დასჭირდა.

ტორესი ვერ ერკვევა ქიმიაში, შესაბამისად, მასთან ერთად ლონდონის Imperial College-ს მეცნიერები მუშაობენ. მეცნიერები ტესტირებას ატარებდნენ და მოდის სამყარო გააოცეს კიდეც. "სპრეი ქსოვილი" შედგება ბოჭკოებისგან, რომელიც შერეულია გამხსნელ ნივთიერებაში. სპრეი ასევე შეიცავს პოლიმერს, რომელიც ბოჭკოებს ერთმანეთთან აკავშირებს და კომფორტულ ქსოვილს ქმნის.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს