ოდრი ჰეპბერნის სტილის გაკვეთილები - "შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ"

ოდრი ჰეპბერნის სტილის გაკვეთილები - "შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ"

ოდრი ჰეპბერნმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო კინოში, არამედ მოდის სამყაროშიც. მისი კარიერის ზენიტში მთელი მსოფლიოს ქალბატონები ცდილობდნენ მიებაძათ მსახიობის მაკიაჟისა და ჩაცმის სტილისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის დამსახურებაა.

მათი თანამშრომლობა დაიწყო ფილმიდან "საბრინა" და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რაც შეეხება ფილმს, მან "ოსკარი" დაიმსახურა კოსტიუმებისთვის, თუმცა დიდების გვირგვინი იუბერს კი არა, მხატვარ ედიტ ჰედს ხვდა წილად. ოდრი ჟივანშის მუზა იყო. მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჟივანშიმ მოდის სამყარო დატოვა - დიდმა კუტიურიემ თავისი მუზის გარეშე მუშაობა ვერ შეძლო.

ოდრის პოპულარობამ პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია, თუმცა ის სამუდამოდ ლეგენდად დარჩა, მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა და სტილი, რომლის გავლენა თანამედროვე დიზაინერებსაც აშკარად ეტყობათ, მისი გადაფასება შეუძლებელია. ოდრი ჰეპბერნმა მოახერხა საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას. მთავარია, დაიცვათ ძირითადი წესი - უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ. ჩვენ კი, თუ ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, შემოგთავაზებთ მისი სტილის საბაზო ელემენტებს:

თეთრი პერანგი

თეთრი პერანგი სუპერპოპულარული გახდა ფილმ "რომაული არდადეგების" შემდეგ. ის მაქსიმალურად სადა უნდა იყოს. თუ ლეგენდარულ მსახიობთან მსგავსების მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ქამრითაც შეიკრათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს