როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე

როგორ შეიძლება აღმოჩნდე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე

ფიქრობთ, რომ მადონასა და ანჯელინა ჯოლის ცოტა ხნის წინანდელი კამათი და წამიერი შერიგება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა? ხოლო შარლიზ ტერონის სურვილი, ჯინსების კოლექცია გამოუშვას - მოულოდნელი შემოქმედებითი აღტკინება? სულაც არა. გთავაზობთ რამდენიმე საეჭვო, მაგრამ ძალიან პოპულარულ მეთოდს, რომლითაც ვარსკვლავები სარგებლობენ, რომ ხშირად აღმოჩნდნენ მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე.

საკუთარი მოდის ხაზი აამოქმედეთ - კეტი ჰოლმსი და მადონა სულაც არ მიიჩნევიან გემოვნების ეტალონებად, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს, მოდის ბიზნესში წარმატება მოიპოვონ. თუ ბოლო რამდენიმე ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, თუ ჯილდოებიდან მხოლოდ "ოქროს ჟოლოს" გაძლევენ, საჭიროა, დროებით შეიცვალოთ სპეციალობა და ტანსაცმლის კოლექცია შექმნათ. ამაყად რომ იწოდებოდე დიზაინერად, სულ არ არის აუცილებელი, საათობით იჯდე სპეციალურ კოლეჯში ან ხატვის ნიჭი გქონდეს. მაგალითად, კორტნი ლავი ორი ათწლეული ლიდერობდა ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების რეიტინგში, მაგრამ კი მუშაობს ამ სფეროში მშვენივრად. კეტი ჰოლმსს კი შარშან ჰქონდა დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ჯასტინ ბიბერი კაცია, მაგრამ ფრჩხილების ლაქის კოლექცია გამოუშვა, კეიტ მოსმა კი ეს-ესაა წარმოადგინა საკუთარი დიზაინის კოლოფი სუშისთვის. ამავე მეთოდს აქტიურად იყენებენ ჯესიკა სიმპსონი, დები ოლსენები და სხვები.

ჩხუბი ატეხეთ - ნიჭიერი ადამიანები ის­ეთი მგრძნობიარეები არიან, რომ ნერვები მალე უმტყუნებთ ხოლმე. ამ გამართლებით შეიარაღებულთ შეუძლიათ თამამად გავიდნენ იერიშზე მეტოქეებთან. მაგალითად, პაპარაცებთან. აი, შონ პენი ჟურნალისტებთან ომების ნამდვილი ვეტერანია. პირველად შორეულ 1986 წელს მოსინჯა ეს მეთოდი და დღემდე აგრძელებს. ცოტა ხნის წინ კი მისი 19 წლის ვაჟი ჰოპერიც თავს დაესხა ფოტოგრაფს.

ამავე მეთოდს მიმართავენ ავრილ ლავინი, ბრიტნი სპირსი, შაია ლაბაფი, ჯასტინ ბიბერი.

გადაიღეთ საშინაო პორნო - ჯეი ლო იმისთვის იბრძოდა, რომ მისი საშინაო პორნო გაქირავებაში არ გასულიყო, პერის ჰილტონმა კი პირიქით, ამ გულახდილი ჩანაწერით კარიერა გაიკეთა. ეკრანის ვარსკვლავი რომ გახდე, სულ არ არის აუცილებელი, მერილ სტრიპის ნიჭი გქონდეს. პრაქტიკა ამტკიცებს: ოცწუთიანი კუსტარული წარმოების კინო და არაორაზროვანი შინაარსი ბევრს უკვალავს გზას. საკმარისია მხოლოდ სიმპათიური ინტერიერის შერჩევა და დარწმუნება, რომ პარტნიორი სრულწლოვანია, თორემ სკანდალური პოპულარობის ნაცვლად შეიძლება ციხეში ამოყო თავი (კანიე უესტმა, მაგალითად, უსიამოვნებები რომ თავიდან აეცილებინა, გოგონას სთხოვა, კამერის წინ წარმოეთქვა თავისი ასაკი). მერე კი ტექნიკის საქმეა - მთავარია მეტი ვნებიანი ამოოხვრა და ნაკლები მკაფიო კადრი. "კამასუტრის" ეკრანიზებას ხომ არავინ ითხოვს, ხუთწუთიანი პოპულარობისთვის ბუნდოვანი მინიშნებებიც საკმარისია. ჰოლივუდში ამის შესახებ შესანიშნავად იციან. ლამის არ დარჩა ვარსკვლავი, რომელსაც სადმე გადამალული არ აქვს სექსკასეტა. პერის ჰილტონმა და კიმ კარდაშიანმა სწორედ ამგვარი გულახდილი ვიდეოებით გაითქვეს სახელი. იგივე მეთოდი მოუსინჯავთ კოლინ ფარელს, ლეიტონ მისტერსა და სხვებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება