რენე ზელვეგერმა და ზაკ გალიფიანაკისმა უსახლკაროს ბინა უყიდეს

რენე ზელვეგერმა და ზაკ გალიფიანაკისმა უსახლკაროს ბინა უყიდეს

მსახიობი ზაკ გალიფიანაკისი 87 წლის უსახლკარო ქალს დაეხმარა, შემდეგ კი მისი ახალი ფილმის "წვეულება ვეგასში 3"-ის პრემიერაზეც მიიწვია.

ეს გულის ამაჩუყებელი ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო - მსახიობმა ელიზაბეტ ჰეიტსი, იგივე მიმი 18 წლის წინ სანტა-მონიკას სამრეცხაოში გაიცნო. მას შემდეგ მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ უნახავთ. მეორე შეხვედრისას ზაკმა აღმოაჩინა, რომ მიმი მეუღლესთან გაშორების შემდეგ სახლის გარეშე დარჩა. სხვა ნათესავები მოხუც ქალს არ ჰყავდა. მიმი ღამეებს სამრეცხაოში ათენებდა.

მაშინ მსახიობმა 87 წლის მეგობარს ბინა უყიდა. გარდა ამისა, ზაკმა თავის მეგობარს, მსახიობ რენე ზელვეგერს სთხოვა, რომ მიმის ინტერიერის გაფორმებაში დახმარებოდა. რენე შემოთავაზებას სიამოვნებით დასთანხმდა. ისიც დაუმეგობრდა მიმის და მას შემდეგ გამუდმებით ამოწმებს, როგორ იკვებება ქალბატონი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება