შალვა რამიშვილი ვანო მერაბიშვილს ციხეში მოქცევის წესებს ასწავლის

შალვა რამიშვილი ვანო მერაბიშვილს ციხეში მოქცევის წესებს ასწავლის

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ციხეში მოქცევის წესებს ასწავლის. თავად ყოფილი პატიმარი შალვა რამიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2009 წელს ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა, საკუთარ რჩევებს "ფეისბუქით" აქვეყნებს.

"პარასკევობით ციხეზე ლობიოს დღეა. მაგას აჯიკა უხდება (იყიდება ლარიოკში).

ბალანდიორს სთხოვე და დაგიმატებს ლურჯ მისკაში.

ივანე, კლუჩნიკს როგორ უნდა დაუძახო რომ არ გცემონ იცი? - "ბატონო კონტროლიორო".

თუმცა, უი ხო, ეგ შენ რომ მთავრობაში იყავი მაშინ იყო ....", - წერს რამიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაშია მოთავსებული.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს