ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”

ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”

ცნობილ ტელესახეს - ანი გიუნტერს 2 მცირეწლოვანი შვილი ხელს არ უშლის, რომ საქმიანი და წარმატებული იყოს. ამაში დიდი წვლილი მის მეუღლეს - კახა არაბიძეს მიუძღვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ანი აუცილებლად, ყოველთვის პროფესიულად აქტიური უნდა იყოს.

- როგორ აღმოჩნდით ტელევიზიაში?

- გონებაში ბავშვობიდან მქონდა ჩაბეჭდილი, რომ აუცილებლად, წარმატებული ადამიანი უნდა გავმხდარიყავი. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია. მოგეხსენებათ, პროფესიით მევიოლინე ვარ. 5 წლიდან კონცერტებში ვმონაწილეობდი, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი. მოგვიანებით, ნერვიულობის ნიადაგზე, სცენაზე გასვლის წინ ხელის კანკალი დამჩემდა. წარმოიდგინეთ, დღეში 4-5 საათს ვუკრავდი, კონცერტზე კი ისე ვერ გავდიოდი, როგორც შემეძლო... მერე, ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ თითი დამიზიანდა, დაკვრას ვეღარ ვახერხებდი და შევისვენე. ახლა მეცადინეობის გაგრძელებას ვაპირებ... რაც შეეხება ტელევიზიას, სერიალი "მუსკულები" წარმატებული პროექტი იყო და სწორედ მასში მონაწილეობის შემდეგ გავხდი პოპულარული. შემდეგ იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "პირველი სტერეოდან", სადაც ჩემი პირველი ეთერი სასაცილო გამოვიდა, რადგან "ესემესები" უნდა წამეკითხა, იქ კი მხოლოდ იმას მწერდნენ: რა ლამაზი, რა საყვარელი ხარო. შემდეგ გაჩნდა დილის გადაცემის ფორმატი, სადაც ერთხელ ნინო არაზაშვილი მოვიწვიეთ. ჰოდა, დაახლოებით 5 თვეში მე და ნინო უკვე სხვა ტელევიზიაში, ოღონდ - ისევ დილის გადაცემის ეთერში შევხვდით ერთმანეთს. ტელევიზიამ მასწავლა, რომ გუნდური წარმატება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნული.

- რა როლი ითამაშა გარეგნულმა მონაცემებმა თქვენს წარმატებაში?

- თავდაპირველად, ჩემით სწორედ გარეგნობის გამო დაინტერესდნენ; ვერ ვიტყვი: შალვა რამიშვილმა სერიალში იმიტომ ამიყვანა, რომ ვიოლინოზე კარგად ვუკრავდი-მეთქი (იცინის). თუმცა, ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის, რომ არავის ეთქვა: ამ გოგოს წინსვლა მხოლოდ მისი გარეგნობის დამსახურებააო.

- ზოგიერთი მსახიობი, ტელეწამყვანი ამბობს, რომ საკუთარი სილამაზე ხშირად ხელს უშლის...

- (მაწყვეტინებს) თავიდან, როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მხოლოდ ასეთ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ: "როგორი ლამაზი ხარ!" არადა, როგორია: გადავყვებოდი ხოლმე სიუჟეტზე მუშაობას და ამის შემდეგ, გარეგნობას მიფასებდნენ. რა თქმა უნდა, ამის გამო გული მწყდებოდა... სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას ჩემი შურს და ამიტომ ამბობს: წარმატებას მხოლოდ გარეგნული სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! წყალობით მიაღწიაო. არ მაქვს იმის ამბიცია, ვფიქრობდე, რომ ვინმეს შეიძლება ჩემი შურდეს. მე საზოგადოების ნაწილი ვარ და ვერასოდეს მოვიქცევი ისე, თითქოს ხალხის აზრი არ მაინტერესებდეს.

- თქვენი გამოცდილებით, რამდენად აფერხებს ქალის წარმატებას ოჯახის შექმნა?

- ქმარი სულ იმას მეჩიჩინება, - უფრო მეტი პოტენციალი გაქვს, ვიდრე ამჟღავნებო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სანამ ჩემი შვილები პატარები არიან, მათთან უფრო მეტ დროს უნდა ვატარებდე, ვიდრე სამსახურში. შვილების გაზრდაში დედამთილი და დამხმარე ქალი მიწყობენ ხელს, მაგრამ ვიცი, რომ პატარებს ყველაზე მეტად, დედის სითბო სჭირდებათ. მე დილის 7 საათზე გავდივარ სახლიდან და ხშირად, ბავშვებს მეუღლეს ვუტოვებ; ამაშიც არის რაღაც კარგი - მამასა და შვილებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა დამყარდა.

- მეუღლემ ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოთ: ან დიასახლისობა, ან საქმიანი ცხოვრება, - რომელს აირჩევთ?

- ქალი ასეთი არჩევნის წინაშე რომ არ დადგეს, ვიდრე გათხოვდება, მანამ უნდა გაიგოს მომავალი მეორე ნახევრის მოსაზრება ამ საკითხზე...

- მაგრამ ხშირად, საქმრო საცოლეს ყველაფრის უფლებას აძლევს, მისი შერთვის შემდეგ კი ცდილობს, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს...

- სამწუხაროდ, ასეც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე ტყუილთან გვაქვს საქმე და ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ სამსახურში წასვლა ან არწასვლა...

- სამსახურის გარეშე რომ დარჩეთ, დეპრესიაში ჩავარდებით?

- ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდება, ზუსტად ვიცი, სხვა სამსახურს ვიშოვი. თუ ენა იცი და კომუნიკაბელური ხარ, მუშაობის დაწყება არ გაგიჭირდება...

- რამდენად უფრთხილდებით დროსა და ფულს?

- დროისა და ფულის სწორი განაწილება ოჯახსა და სამსახურშიც საჭიროა. დრო ხომ ფულია. თანხას უსარგებლო ნივთში არ დავხარჯავ, მაგრამ ბავშვების ან მეგობრების გამო ბოლო "კაპიკსაც" გავანიავებ. საერთოდ, ფულის შენახვა, დაზოგვა არ შემიძლია.

- თუ გიფიქრიათ, რომელი უფრო მეტად ჭარბობს თქვენში - დედა თუ საქმიანი ქალბატონი?

- რამდენად წარმატებული დედა ვარ, ამას მაშინ გავიგებ, როცა შვილები გაიზრდებიან. მათ არ ვათამამებ, პირიქით - ზოგჯერ სიმკაცრესაც ვიჩენ, რათა აქედანვე იცოდნენ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. ერთხელ შევამჩნიე, მაღაზიაში გამყიდველები გაკვირვებით მიყურებდნენ, რადგან ვიდექი და ბავშვს მშვიდად ვუხსნიდი, რომ სათამაშოს ფული არ მქონდა. იმწუთას ფული მართლა არ მქონდა და შვილმაც დამიჯერა; ტირილი და ყვირილი არ აუტეხავს იმიტომ, რომ იცის, არასოდეს მოვატყუებ. წარმატებული დედობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შვილს ყველაფერს უსრულებდე.

- გენატრებათ თუ არა ის პერიოდი, როცა გათხოვილი არ იყავით?

- არანაირად! მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვამბობთ: "რას ვაკეთებდით, როცა ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ გვყავდა?" ახლა, როცა ვიცი, რომ მყავს მეუღლე და შვილები, რატომ უნდა მენატრებოდეს ძველი დრო, მით უმეტეს, რომ ახლაც არაფერში ვარ შეზღუდული. კახა ჩემს სამეგობრო წრეს კარგად იცნობს და შინ ღამის 2 საათზეც რომ დავბრუნდე, მისთვის ეს პრობლემა არ არის.

- წარმატებული რომ იყოს ადამიანი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

- შრომისუნარიანობა, მიზანდასახულობა, კომუნიკაბელურობა, ჯანსაღი ამბიცია. ჩემი მეუღლე ხშირად აღნიშნავს, რომ საკმარისი ამბიცია არ მაქვს. ზარმაცი არ ვარ, მაგრამ ერთდროულად ბევრ საქმეს მაინც არ ვკიდებ ხელს. ამ ეტაპზე მირჩევნია, ბევრი თავისუფალი დრო მქონდეს საკუთარი თავისა და შვილებისთვის, ვიდრე გადაღებიდან გადაღებაზე გავრბოდე და პატარებს ყურადღება მოვაკლო...

- რა ნიშნავს თქვენთვის განტვირთვა, დასვენება?

- აქტიური დასვენება მომწონს, მაგრამ საუკეთესო განტვირთვად კლასიკური მუსიკის მოსმენა მიმაჩნია. ახლა მუსიკათერაპიის შესახებაც ვამზადებ თემას. ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პრეზენტაციებზე, კონცერტებზე სიარული არ მაკლია, მაგრამ მოვახერხე და აღდგომას დასავლეთში წავედი - პასიურად დავისვენე. ოჯახურ გარემოში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა რაიმე მიზეზის გამო გითქვამთ: "სამსახურში აღარ წავალ!"

- მე ვარ ადამიანი, რომელიც ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეასრულებს თავის სიტყვას! თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

- ოჯახური ან სხვა სახის პრობლემა სამუშაოზე თუ აისახება ხოლმე?

- როცა ეთერში ვარ, პრობლემებზე ვეღარ ვფიქრობ, თუმცა ზოგჯერ, შეიძლება რაღაც შემეტყოს კიდეც; ხანდახან განწყობას ის თემა მიქმნის, რომელსაც ვამზადებ.

- პოლიტიკურ თემებზე თუ იმუშავებდით?

- თუ ეს საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნება, შესაძლებელია, ვიმუშაო კიდეც. როგორც ჟურნალისტს, პოლიტიკაზე გადაცემის გაკეთება ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ იმდენად პოლიტიზირებულ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ვერ ვიტყვი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საერთოდ არ მაღელვებს-მეთქი.

- რა მიგაჩნიათ ზოგადად, ქალის მთავარ მისიად?

- ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა. ეს არაკორექტულიც კი არის. მთავარია, რაში იპოვი შვებას. ქალისა და კაცის უფლებების გათანაბრებაც არასწორად მიმაჩნია. ზოგჯერ ვფიქრობ, მინდა კი ასეთი რამ?!

- ბევრი შვილის ყოლას აპირებთ?

- იმდენს ვიყოლიებთ, რამდენსაც ღმერთი მოგვცემს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები