შერონ სტოუნმა რუსი ოლიგარქი მოხიბლა

შერონ სტოუნმა რუსი ოლიგარქი მოხიბლა

კანის კინოფესტივალი არა მხოლოდ ვარსკვლავებს, არამედ ოლიგარქებსაც იზიდავს. მათ შორისაა რუსი მილიარდერი ანდრეი მალნიჩენკოც. ის კანის კინოფესტივალს მეუღლესთან, ყოფილ მოდელ ალექსანდრა ნიკოლიჩთან ერთად ესტუმრა. ოლიგარქმა და მისმა მეუღლემ შერონ სტოუნთან ივახშმეს. 55 წლის მსახიობი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ოლიგარქის ახალგაზრდა ცოლი დაჩრდილა.

რუს მილიარდერთა რეიტინგში მალნიჩენკო მეექვსე ადგილს იკავებს. ის 14 მლრდ აშშ დოლარის მფლობელია და ამიტომ თამამად აძლევს თავს უფლებას იახტაზე ცნობილ ადამიანებთან ერთად ივახშმოს.

წვეულება ერთ-ერთმა საიუველირო ბრენდმა მოაწყო, თუმცა საღამოს მთავარი სამკაული შერონ სთოუნი იყო, რომელსაც წითელი ღრმა ჭრილიანი კაბა ეცვა. შერონის ასაკში ასეთი გამომწვევი კაბის ჩაცმა ნამდვილად მოითხოვს სითამამეს, თუმცა 55 წლის მსახიობს გამბედაობა არ აკლია.

დარბაზში შესვლისთანავე შერონმა ანდრეი მალნიჩენკო შენიშნა, რომელსაც რამდენჯერმე ადრეც შეხვედრია წვეულებებზე და მაშინვე მიუჯდა გვერდით. ჰოლივუდის ვარსკვლავი იმდენად ქარიზმატული იყო, რომ ოლიგარქის ცოლი მის ფონზე, არც კი ჩანდა.

ანდრეი მსახიობით მოიხიბლა და ცოლი სულ გადაავიწყდა, საბოლოოდ კი როდესაც შერონი მათი მაგიდიდან ადგა, მსახიობს შიშველი ფეხი გამოუჩნდა, რამაც რუსი ოლიგარქის განწყობა საგრძნობლად აამაღლა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება