ვინ უყვარდებათ პრინცებს - ცოტა რამ პრინც ჰარის მეგობარ გოგონაზე

ვინ უყვარდებათ პრინცებს - ცოტა რამ პრინც ჰარის მეგობარ გოგონაზე

26 წლის პრინცი ჰარისა და 24 წლის კრესიდა ბონასის ურთიერთობები ისე სწრაფად ვითარდება, სულ მალე გოგონა შეიძლება შემდეგი ქეით მიდლტონი გახდეს. როგორც ჩანს, პრინცმა იპოვა "სწორედ ის", ვისაც ეძებდა - კრესიდა ცისფერსისხლიანიც არის და ლამაზიც.

ჰარი კრესიდას უკვე ერთი წელია ხვდება. როგორც ამბობენ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე აყვანა სურს, თუმცა გოგონა არ ჩქარობს: "სამეფო აკვარიუმში" ცხოვრების იდეა მას აშინებს", - ამბობს ანონიმური წყარო. ნუთუ ჰარი ყურებამდეა შეყვარებული? ჰარი, რომელიც აქამდე ცხვირსახოცებივით იცვლიდა ქალებს? როგორც ჩანს, ასეა. ამბობენ, რომ თავქარიან ცხოვრებაზეც კი აპირებს უარის თქმას კრესიდას გამო. ბოლო დროს მასთან განმარტოებაში მეტ სიამოვნებას ხედავს.

წყვილმა შარშან ზაფხულში დაიწყო ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ჰარის ბიძაშვილმა პრინცესა ევგენიამ გააცნო. ვინ არის ეს იდუმალი კრესიდა ბონასი?

ჯერ ერთი, ადრე ასპარეზზე ჩანდა მისი ნახევარდა, მსახიობი და მოდელი იზაბელა ანსტრუტერ-გოჰ-კალსორპი პრინც უილიამის გულის დაპყრობას ცდილობდა. ამბობენ, რომ სწორედ უცნობ სტუდენტ ქეითთან ურთიერთობამ შეუშალა ხელი მათ ურთიერთობებს. ის უცნობი ქეითი ბოლოს უილიამის ცოლი აღმოჩნდა, იზაბელი კი ამ ბრძოლაში დამარცხდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს