პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართული მიტინგის 100 მონაწილე დააკავეს

პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართული მიტინგის 100 მონაწილე დააკავეს

პარიზში ერთსქესიანთა ქორწინებისა და გეი-ოჯახების მიერ ბავშვთა აყვანის ლეგალიზების საწინააღმდეგო აქციის 100 მონაწილე დააკავეს.

პოლიციის შეფასებით, საფრანგეთის დედაქალაქში, 18 მაისს ხელმოწერილი კანონით უკმაყოფილო 150 000-მდე ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. აქციის ორგანიზატორები კი თითქმის მილიონ მონაწილეზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეთა ძირითადმა ნაწილმა პარიზის ცენტრში მოიყარა თავი. აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიციელების განმარტებით, დაკავებულებს თან "საეჭვო" ნივთები ჰქონდათ. ყველა, ვინც განყოფილებაში მიიყვანეს, ადრე აგრესიული საქციელის გამო სამართალდამცავი ორგანოების მხედველობის სფეროში მოხვედრილან.

ერთსქესიანთა ურთიერთობების ლეგალიზაციისა და გეი-ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანის საკითხმა საფრანგეთი პრაქტიკულად ორად გაყო, აღნიშნავს BBC News-ი. გეი-ქორწინების, როგორც მომხრეების ისე მოწინააღმდეგების აქციები ქვეყანაში 2012 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, კონონპროექტმა განხილვის ყველა სტადია გადალახა. 18 მაისს კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მას ხელი მოაწერა. სამი დღის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ულტრამემარჯვენე პუბლიცისტმა დომინიკ ვენერმა თავი მოიკლა, რომელიც საზოგადოების "მიძინებული ცნობიერების" გამოღვიძებაზე საუბრობდა.

საფრანგეთი მეცხრე ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა