მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"

მარიამ საჯაია - "ღარიბაშვილის პირადი შურისძიება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველების დაკავებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"ღარიბაშვილის პირადი შურისძიება

დაკავებული არიან ყოფილი პოლიციელები, რომლებიც დღეს პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ ე.წ. თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

დაკავებულია 10 ყოფილი პოლიციელი. მათ ხმამაღლა განაცხადეს, რომ პროკურატურის მხრიდან იყო იძულება, უარეყოთ თამაზაშვილის მანქანაში იარაღის არსებობა და იარაღის ჩადება საკუთარ თავზე აეღოთ.

ეს გახლავთ თამაზაშვილის პირადი ვენდეტა! დააჭერინა ის ხალხი, ვინც ის დაიჭირა!

დაკავებული პირები:

გოჩა ჩიტაია, გიორგი კიკალიშვილი, ლაშა გოშხეთელიანი, მიხეილ შველიძე, გრიგოლ კვინიკაძე, ირაკლი ქოპილაშვილი, გივი კრავჩენკო, პაატა ხეჩიაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, გია გოროზია, რევაზ კალომლეწავი, გოჩა ბაღათრიშვილი, ზაზა ჭაია, ვლადიმერ გამრეკელაშვილი.

თენგიზ გუნავასთვის (დადასტურებულად) ჩადებული იარაღის გამო არავინ დაუჭერიათ და თამაზაშვილის ვითომ-ჩადებული იარაღისთვის 6 კაცს იჭერენ და სავარაუდოდ ეს რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

ამას ჰქვია შერჩევითი სამართალი და არა სამართლიანობის აღდგენა!

გუნავას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი.ეს პროკურატურამ და შსს-მ დაადასტურა, მაგრამ იარაღის და ნარკოტიკის "ჩამდები" ანუ დანაშაულის ჩამდენი არ დაუჭერიათ.

თამაზაშვილისთვის ვითომ-იარაღის ჩამდებებს კი იჭერენ, ჯერ 12 საათიან ულტიმატუმს უყენებენ, ვინმემ აიღეთ თქვენ თავზეო! ამ ბიჭებმა უარი თქვეს, ნამდვილად იყო იმ მანქანაში იარაღი, ჩვენ არაფერი ჩაგვიდია და ვერ დავიბრალებთო. ამის მერე კი დაიჭირეს. აქ მხოლოდ ფაქტები წერია, მაგრამ დაიჯერებთ თუ არა ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ცხადია", - წერს საჯაია.

მთავარმა პროკურატურამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები გუშინწინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.

იხილეთ ასევე: "გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ კვინიკაძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს