ჟიზელ ბუნდჰენმა ”ფოტოშოპს” ომი გამოუცხადა

ჟიზელ ბუნდჰენმა ”ფოტოშოპს” ომი გამოუცხადა

სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი პირველია, ვინც ”ფოტოშოპს” ომი ”გამოუცხადა. მოდელის აზრით, სამოდელო სახლებმა ”ფოტოშოპის” გამოყენებაზე უარი უნდა თქვან და ფოტოსესიაზე მხოლოდ ის გოგონები მიიწვიონ, ვისაც კომპიუტერით "დამუშავება" არ დასჭირდება.

"ფოტოშოპს დიდი დოზით სარეკლამო ფოტოსესიებზე იყენებენ და ზოგჯერ მოდელი საკუთარ თავს ვეღარ ცნობს. მომავალში მხოლოდ იმ ფოტოგრაფებთან ვიმუშავებ, რომლებიც ბუნებრივ სილამაზეს დააფასებენ. ჩვენ ქალები ვართ და ერთმანეთისგან განვსხვავდებით. გარეგნობაში არსებული ნაკლი გვხდის უნიკალურსა და ლამაზს", - განაცხადა ჟიზელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ბუნდჰენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. ის პირველი სუპერმოდელია, ვისი ქონებაც მილიარდ დოლარად შეაფასეს. ბუნდჰენი ქალის თეთრეულის საკუთარ კომპანიას - "Gisele Bundchen Brazilian Intimates"-ს ხელმძღვანელობს. კომპანიის ნაწარმი პოპულარულია ლათინურ ამერიკაში, პორტუგალიაში, იაპონიასა და ისრაელში.

მომზადებულია fashionista.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება