მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"

 მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებისას სიტყვით გამოსვლის დროს ავღანეთში გუშინდელ ვიზიტზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციის სამხედროები ჰყავს. პრეზიდენტმა გაიხსენა ავღანეთში 13 მაისს დაღუპული ქართველი სამხედროები და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სამი მებრძოლი დაიღუპა, რომ არა ქართველი სამხედროების ეფექტური მოქმედება, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა.

"გუშინ, ჩვენი კონტინგენტის მეთაური მიყვებოდა იმაზე, ჩვენს წინა ჩასვლაზე ავღანეთში როგორ ესროლეს ჩვენს ვეტმფრენს, რომლითაც ჩვენ ჩავედით და როგორ ესროდნენ ყუმბარმტყორცნები იმ ბაზას, სადაც ჩვენ ვიყავით. ეს დეტალები მე არ ვიცოდი. გუშინაც, იქ რომ ვიყავით, იქ პატრულირებაზე მყოფი მანქანა ჩემი გამოსვლის პარალელურად აფეთქდა ნაღმზე და კიდევ კარგი, არავის არაფერი მოუვიდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი ჯარისკაცების. ისინი ძალიან მაგრად დგანან. არაფერი უფრო რთული არ არის პრეზიდენტისთვის, ვიდრე ჯარისკაცების გაშვება და სიცოცხლის ასეთ საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა