ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"

ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"

სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ბოლო დროს ძალიან "ჩაუსასტავდა" ქართველებს. ჯერ იყო და, შარშან მოულოდნელად გამოაჩინა თავისი შეყვარებული - ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი, რომლისგანაც ვაჟიც გააჩინა. მერე კი რუსულ პროექტ "დვე ზვეზდიში" ჩაერთო და, არც მეტი, არც ნაკლები, სოსო პავლიაშვილს გაუწია პარტნიორობა. წყვილმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სოსომ ანფისას ქართულიც კი აცეკვა სცენაზე.

ანფისა ძალიან ამაყობს თავისი ქმრითა და შვილით, რომელსაც სოლომონი დაარქვა. ოღონდ არც ბავშვს ნათლავენ ჯერჯერობით და არც ურთიერთობების გაოფიციალურებას აპირებენ.

- ანფისა, გამუდმებით დებთ ინტერნეტში ოჯახურ ფოტოებს. რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ თქვენი ვაჟი მასმედიის ყურადღების ცენტრშია?

- სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ ვბედავდი მის გამოჩენას, რადგან მე, როგორც ნებისმიერ დედას, მსურდა, იგი აჟიოტაჟისგან დამეცვა. მიჭირდა მასთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში სიარული, რადგან არასდროს იცი, სად გელის ფოტოკამერები. ახლა სოლომონი ცოტა წამოიზარდა და გავბედეთ, მთელი ქვეყნისთვის გვეჩვენებინა. გაცილებით იოლი გახდა, ერთად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, რესტორნებში. უბრალოდ, როცა რაღაცას მალავ, ადამიანებს აუცილებლად უჩნდებათ მისი პოვნის სურვილი.

- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დედებს, როგორ მოასწრონ ყველაფრის გაკეთება და არის თუ არა ეს საჭირო?

- ნაკლებად უნდა უსმინონ წინაპრების გამოცდილებას - ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ბევრი რამ იციან და ბევრ რამეში შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ისინი სხვა დროში ცხოვრობდნენ. ჩვენი თაობა ძალიან განსხვავდება იმ თაობისგან, რომელიც 40-50 წლის წინ იზრდებოდა. მაშინ არ იყო ტელეფონი, კომპიუტერი, ძიძა, ბავშვის საფენები, ბოლოს და ბოლოს. თანამედროვე დედებისთვის გაცილებით იოლია ყველაფრის მოსწრება. თანამედროვე საფენები ისე იწოვს ყველაფერს, რომ ბავშვსაც მშვიდად სძინავს და დედ-მამასაც არ აღვიძებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ვმუშაობ და მხნედ რომ გამოვიყურებოდე და არა ზომბის მსგავსად, კარგად უნდა მეძინოს. არ არის საჭირო, ამქვეყნად საუკეთესო დედობისკენ ისწრაფოდე, ასეთ დროს შეიძლება, საკუთარი თავი დაკარგო.

- ვინ არის მთავარი თქვენს ოჯახში - თქვენ თუ გურამი?

- რა თქმა უნდა, გურამი! ის კაცია, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იღებს პასუხისმგებლობას. მასთან ისე დაცულად ვარ, როგორც კედელთან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება