როდის დაასრულებს "სოკარი" ჯიმითის გაზიფიცირებას?

როდის დაასრულებს "სოკარი" ჯიმითის გაზიფიცირებას?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში "იტერას" დაწყებულ გაზიფიცირების სამუშაოებს "სოკარ-ჯორჯია გაზი-კახეთი" აგრძელებს. ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირის პრობლემას ყველაზე მწვავედ ზაფხულში განიცდის. მათი თქმით, გაზიფიცირების პროცესი 7 წელზე მეტია მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების აღარც კი სჯერათ. სოფელში მრიცხველი დღემდე მხოლოდ 40 ოჯახს აქვს.

"ერთი თვეა, რაც მაგ სოფლებში შევედით, კაჭრეთის ზონას ვეძახით. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და მრიცხველების გარეთ გამოტანა. ჯიმითში დარჩენილია 800 მრიცხველამდე და გამოცვლას ვაწარმოებთ. ამჟამად აღრიცხვის კვანძებს ვაწესრიგებთ, სამუშაოები ისეთი ტემპით მიდის, რომ მაქსიმუმ 2-3 თვეში დასრულდება", - განაცხადა "სოკარ-ჯორჯია გაზი-კახეთის" გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა