ლარი კინგი Russia Today-ზე გადაცემას წაიყვანს

ლარი კინგი Russia Today-ზე გადაცემას წაიყვანს

ცნობილი ამერიკელი ტელეჟურნალისტი ლარი კინგი რუსულ ტელეარხ Russia Today-ზე გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ არხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

"მეგობრებო, ჩვენ ახალი წამყვანი გვყავს. ოღონდ გულის წასვლების გარეშე, გთხოვთ. ჩვენთან ლარი კინგი მუშაობს", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე" სიმონიანმა.

პროგრამა Larry King Now-ი, რომელიც გასული წლის ივლისიდან ხელმისაწვდომი იყო ვიდეოჰოსტინგ Hulu-ზე, RT America-ზე გავა. ამასთან, გადაცემების ვიდეოჩანაწერები RT-ს საიტზე განთავსდება.

"მე უპირატესობას ვანიჭებ იმ ადამიანებისთვის კითხვების დასმას, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და არა მათი შეხედულებების დაცვას და სწორედ ამიტომ, უყურეთ ჩემს ახალ გადაცემას Larry King Now აქ, RT-ზე", - განაცხადა ამერიკელმა ტელეწამყვანმა გადაცემის ანონსში.

ლარი კინგმა სახელი გაითქვა გადაცემა Larry King Live-ით, რომელიც ტელეარხ CNN-ზე 1985-2010 წლებში გადიოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები