და­ა­კა­ვე­ბენ თუ არა ნა­თია მო­გე­ლა­ძეს

და­ა­კა­ვე­ბენ თუ არა ნა­თია მო­გე­ლა­ძეს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ შე­ქ­მნილ­მა "სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სა­მ­სა­ხუ­რის 2012 წლის სა­ფი­ნან­სო­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის აუ­დი­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა დრო­ე­ბით­მა კო­მი­სი­ამ", რო­მელ­საც სა­ფი­ნან­სო-­სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ნო­დარ ება­ნო­ი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი და უკა­ნო­ნო ხარ­ჯვის შემ­თხვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. კო­მი­სი­ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში ხდე­ბო­და პრე­მი­ე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ცე­მა, აუ­დი­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა პი­როვ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, საწ­ვა­ვის ლი­მი­ტის გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით ხარ­ჯვა და სხვა უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა.

ნო­დარ ება­ნო­ი­ძე:

- კვლე­ვამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­თან ერ­თად დაგ­ვა­ნა­ხა ისიც, რომ თა­ვი­სი არ­სით ყვე­ლა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ერ­თ-ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ზე - "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ზე". ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით და აღ­მოჩ­ნდა, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად უმ­ტკი­ცებ­და ჯერ 400, შემ­დეგ 350 საშ­ტა­ტო ერ­თე­ულს, მხო­ლოდ 200 კა­ცის ფარ­გლებ­ში ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, იქ­მნი­და პრე­მი­ე­ბის გა­სა­ცემ ფონდს იმის ხარ­ჯზე, რომ არ იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი. ვერ ვიტყ­ვით, რომ 2012 წელს პა­ლა­ტის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა აუ­დიტ­ზე იყო გა­და­სუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან მცი­რე, სულ 45 შე­მოწ­მე­ბაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რი­ა, ვნა­ხეთ, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი თა­რო­ზე იყო შე­მო­დე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ჩვე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნის შემ­დეგ მოხ­და ამ აქ­ტე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი სა­მუ­შა­ოდ გაშ­ვე­ბა და გა­მომ­ზე­უ­რე­ბა.

- გვახ­სოვს, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა, შემ­დგომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ლა­მის მთლი­ა­ნად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი­სა და მომ­ხრე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა-­და­ჯა­რი­მე­ბა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რა­დაც.

- ეს ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს. ცნო­ბი­ლი­ა, რომ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 97% მხო­ლოდ ერთ პო­ლი­ტი­კურ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე მო­დის. ძველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნო­ნი ისე შე­ც­ვა­ლა, რომ იძ­ლე­ო­და ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენ არ ვართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია და სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და დას­ჯა ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ უნ­და შე­ის­წავ­ლოს, რო­გორ იმარ­თე­ბო­და ეს სამ­სა­ხუ­რი, რო­გორ იბა­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს და ა.შ.

- სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზე, პრე­მი­ე­ბი­სა და ხელ­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში კა­ნონ­დარ­ღვე­ვებ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­თი­ვე კა­ნო­ნი ამ­ბობს, რომ უნ­და გა­ი­ცეს ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს აიხ­სნას ანაზღ­ა­უ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ე­ბი. ვნა­ხეთ, რომ თით­ქმის არ ეძ­ლე­ო­და პრე­მი­ე­ბი თვი­თონ აუ­დი­ტო­რებს, ანუ მათ, ვინც პრო­დუქტს ქმნი­და. რო­გორც გა­ირ­კვა, აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ პრე­მი­ებს იღებ­დნენ, ვიდ­რე ყვე­ლა აუ­დი­ტო­რი ერ­თად. თვი­თონ მო­გე­ლა­ძის სამ­სა­ხურს, რო­მელ­შიც 19 კა­ცი მუ­შა­ობ­და, 150%-ით მე­ტი აქვს პრე­მია აღე­ბუ­ლი, ვიდ­რე ყვე­ლას ერ­თად. მა­გა­ლი­თად, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რის ერ­თ-ერთ მო­ად­გი­ლეს, შო­თა თარ­ხნიშ­ვილს ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ანაზღ­ა­უ­რე­ბი­სა და პრე­მი­ის სა­ხით 140 000 ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნა­თია მო­გე­ლა­ძეს კი, თუ არ ვცდე­ბი - 30 000 ლა­რი. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ თქვენს კო­ლე­გა ლა­შა ხა­რა­ზიშ­ვილს, რო­მე­ლიც, ვერც კი გა­ვარ­კვი­ეთ, რას საქ­მი­ა­ნობ­და პა­ლა­ტა­ში (არ მო­ი­პო­ვე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბი), უკა­ნას­კნე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 88 000 ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რო­გორც შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რეს. იყო თუ არა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ხარ­კი "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნის­თვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ვამ­ტკი­ცებ, რომ მას უკა­ნო­ნოდ აქვს აღე­ბუ­ლი ეს თან­ხა.

რო­გორც ვთქვი, მათ კა­ნონ­ში შეჰ­ქონ­დათ ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზეც კი კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ იღებს. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტამ შექ­მნა აი­დი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და იმა­ვე ხალ­ხით, რომ­ლე­ბიც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში მუ­შა­ობ­დნენ, რა­თა შემ­დეგ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დამ­ცა­ვი ფა­რი­ვით გა­ეხა­და არა­კა­ნო­ნი­ე­რად წარ­მო­ე­ბულ პრე­მი­ებ­ზე, თან­ხებ­ზე. უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ იყო რა­ღაც ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და იმას, გა­დაგ­ზავ­ნი­ლი­ყო თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­სა­ლე­ბი, პრი­ვა­ტუ­ლი სა­უბ­რე­ბით არ­კვევ­დნენ, არა­ფორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში. ისიც სათ­ქმე­ლი­ა, რომ პა­ლა­ტი­დან ბევ­რი კარ­გი კად­რი გაუშვეს.

- სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პრო­კუ­რა­ტუ­რას უკ­ვე წა­რუდ­გი­ნეთ თქვე­ნი კო­მი­სი­ის დას­კვნა? რო­გორ ფიქ­რობთ, უნ­და დად­გეს თუ არა იმა­ვე ნა­თია მო­გე­ლა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, მის მი­ერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას ხომ არ უკავ­ში­რებთ სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას?

- ჩვენ პარ­ლა­მენტს წარ­ვუდ­გი­ნეთ ან­გა­რი­ში და მან უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მო­გე­ლა­ძის უწყ­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­მაჩ­ნი­ა, რომ იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლი­ა. ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ის და­ყე­ნე­ბა. დავ­დეთ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა, და­ნარ­ჩენ­ზე კი პარ­ლა­მენ­ტმა უნ­და იმ­სჯე­ლოს, შე­ა­ფა­სოს ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვლა­პა­რა­კობ რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და არა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი. ვფიქ­რობ, ქალ­ბა­ტონ მო­გე­ლა­ძეს თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი არა, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ინც უნ­და და­ე­კის­როს იმის გა­მო, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და მი­სი სამ­სა­ხუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის წინ.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ