ზოი სალდანა ახალ შეყვარებულთან ერთად კუნძულ კაპრზე ისვენებს

ზოი სალდანა ახალ შეყვარებულთან ერთად კუნძულ კაპრზე ისვენებს

მსახიობმა ზოი სალდანამ ბრედლი კუპერთან დაშორება იოლად გადაიტანა.

იგი ამჟამად იტალიელ მხატვარს, მარკო პერეგოს ხვდება. ზოი ახალი ურთიერთობის აფიშირებას ერიდება, მაგრამ პაპარაცებმა შეყვარებულებს კუნძულ კაპრზე დასვენებისას ფოტოები გადაუღეს. წყვილის დასვენების ამსახველ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცდება.

ზოის ადრე 11 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ კიტ ბრიტონთან და მოკლევადიანი რომანი მსახიობ ბრედლი კუპერთან.

34 წლის მარკო პერეგო ყოფილი ფეხბურთელია. იმის მიუხედავად, რომ იგი იტალიის მოქალაქეა, ბოლო 10 წელი ნიუ-იორკში ცხოვრობს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება