კენიელმა დეპუტატებმა ხელფასი 10 000 დოლარამდე გაიზარდეს

კენიელმა დეპუტატებმა ხელფასი 10 000 დოლარამდე გაიზარდეს

კენიის პარლამენტის დეპუტატებმა ხმა საკუთარი ხელფასების თვეში 851 000 შილინგამდე (10 000 დოლარი) გაზრდას მისცეს. პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მათ მაღალი ანაზღაურება დაიმსახურეს, რადგან "ძალიან გულმოდგინედ" მუშაობდნენ.

ადრე სპეციალურმა კომისიამ დეპუტატების თვიური ხელფასი 10 000-დან 6 300 დოლარამდე შეამცირა. ამის მიზეზი პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდა იყო.

კენიელი პარლამენტარები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კანონმდებლებად ითვლებიან. წინა მოწვევის თითოეულმა დეპუტატმა ვადის ამოწურვის შემდეგ "ოქროს პაკეტი" მიიღო, რომელშიც 107 000 დოლარი, შეიარაღებული დაცვა, დიპლომატიური პასპორტი და აეროპორტების VIP-ლოჟის საშვი შედიოდა. ჩინოვნიკების ხელფასებზე კენიაში ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი იხარჯება.

კენიის პარლამენტი ორი პალატისგან შედგება. ქვედა პალატაში 349 დეპუტატი ზის, ზედა პალატაში - 67 სენატორი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა