კაფე, სადაც ფულს დროში იხდი

კაფე, სადაც ფულს დროში იხდი

გერმანიის ქალაქ ვისბადენში ძალიან პოპულარულია კაფე სახელწოდებით "მცირე დრო".

კაფეში ყავა, ჩაი და დესერტი უფასოა, ფულს მხოლოდ დაწესებულებაში ყოფნის საათებში იხდით. ადმინისტრაცია სტუმრებს უფლებას აძლევს, სადილი სახლიდან მოიტანონ, პიცა სხვა სწრაფი კვების ობიექტიდან შეუკვეთონ, ან სულაც, თავისუფალ დროს მივიდნენ და უფასო დესერტითა და გემრიელი ყავით ისიამოვნონ. კლიენტი ვალდებულია, მხოლოდ იმ წუთების ფული გადაიხადოს, რომელსაც კაფეში დაჰყოფს.

პირველი ნახევარი საათი 2 დოლარი დაგიჯდებათ. ნახევარი საათის შემდეგ კი ყოველი წუთი 5 ცენტი ღირს. კაფეში უფასო ინტერნეტია. ”მცირე დროში” ერთდროულად 25 ადამიანი ეტევა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს