დები კარდაშიანების ნახევარდამ სამოდელო კარიერა აიწყო

დები კარდაშიანების ნახევარდამ სამოდელო კარიერა აიწყო

ასპარეზზე ტელევარსკვლავების - კიმი, კორტნი და ხლოე კარდაშიანების უმცროსი ნახევარდა, კენდალ ჯენერი გამოჩნდა.

როცა მისი უფროსი დები ცელულიტს სპორტდარბაზში ებრძვიან, კენდალს Victoria's Secret-ის მომავალ ანგელოზობას უწინასწარმეტყველებენ. 17 წლის გოგონა უკვე თანამშრომლობს პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან და პოპულარულ ფოტოგრაფებთან. ამჯერად თამამ ფოტოსესიას დათანხმდა და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ახალგაზრდა გოგონას სტატუსი მოიპოვა.

კენდალმა საცურაო კოსტუმების ბრენდის Agua Bendita-ს სახეა და ფოტოსესიაში ახალი კოლექცია წარადგინა. მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია.

კენდალსა და კარდაშიანებს დედმამიშვილობა დედის მხრიდან ეკუთვნით. ის დებ კარდაშიანების დედის, კრისისა და ბიზნესმენ ბრუს ჯენერის უფროსი ქალიშვილია. კრისს და ბრუსს კენდალის გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი, კაილი ჰყავთ. შეგახსენებთ, რომ კრის ჯენერი ბრუსთან ქორწინებამდე ადვოკატ რობერტ კარდაშიანის მეუღლე იყო. ამ ქორწინებიდან მას 4 შვილი: კორტნი, კიმი, ხლოი და რობერტი ჰყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება