ბადრი ბასიშვილი ქურთაში დევნილების დაპატიმრებებს ხელისუფლებას აბრალებს

ბადრი ბასიშვილი ქურთაში დევნილების დაპატიმრებებს ხელისუფლებას აბრალებს

სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ქურთას მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი, მათ შორის ერთი ქალბატონი დააკავეს. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამ ეტაპზე დაკავებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, გვარებისა და სახელების დასახელებისგან თავს იკავებს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ბადრი ბასიშვილი კი დაკავებების სერიას პოლიტიკურ ზეწოლას და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევას უკავშირებს. ბასიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მთავრობა და მათი ძალოვანი უწყებები სისტემატიურად ავიწროვებენ მათთვის არაკონტროლირებად თვითმმართველობის ორგანოებს - ერედვის და ქურთას მუნიციპალიტეტებს და მათ თანამშრომლებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა