სინდი კროუფორდი: "მე ჩემი წესებით ვთამაშობ"

სინდი კროუფორდი: "მე ჩემი წესებით ვთამაშობ"

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ინტერნეტ-გამოცემა the Edit-ის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლამა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ელეგანტურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

სინდიმ კარიერის, მუშაობისა და საკუთარი სტილის შესახებ ისაუბრა. ის თავის შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს და აცხადებს, რომ არასდროს ყოფილა მოდურად ჩაცმული ვარსკვლავი, როგორც მაგალითად, კეიტ მოსი.

"მე არ ვარ კეიტ მოსი ან რომელიმე იმ მოდელებიდან, რომლებსაც მშვენიერი სტილი აქვთ. როგორია ჩემი, როგორც სუპერმოდელის იმიჯი? მჭიდრო ჯინსები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. არასდროს მივდივარ ფოტო-სესიაზე შინიონით: ჩემს თაყვანისმცემლებს ნამდვილი სინდი კროუფორდის ნახვა სურთ.

რაც შეეხება საღამოს იმიჯს, ყველაზე კომფორტულად თავს Cavalli-ში ვგრძნობ. ასევე Versace-სა და Pucci-შიც. ზოგჯერ ახალგაზრდა დიზაინერების სამოსს ვიზომავ, - Alexander Wang. მათი სამოსი მიხდება", - განაცხადა სინდი კროუფორდმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია the Edit-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება