კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!

კახი კალაძე - თქვენი სიყვარული მომცემს ძალას ვემსახურო საქართველოს!

ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივარს მადლობას უხდის.

"მინდა უდიდესი სიყვარულით და მადლიერების გრძნობით მოგეფეროთ ყველას, ვინც გუშინ ჩემთან ერთად იყავით, ვინც ეს წლები იდექით ჩემს გვერდით და ხარობდით, იზიარებდით ყველა იმ გამარჯვებას თუ წარმატებას, რომელსაც ვაღწევდი. თანამიგრძნობდით და განიცდიდით ჩემთან ერთად ყველა პროფესიულ თუ პირად ტკივილს...

დიდი მადლობა მხარში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის და ნდობისთვის, რასაც მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ვღებულობდი თქვენგან და ამის დაგვირგვინება იყო ჩვენი გუშინდელი ზეიმი.

თქვენი სიყვარული და თქვენი პატივისცემა არის ჩემთვის ის სტიმული, ის ნათელი სხივი, რაც გაყვება ამიერიდან ჩემს პოლიტიკურ კარიერას და მომცემს ძალას გემსახუროთ თქვენ - ჩემს საყვარელ ხალხს! ჩემს საქართველოს!", - წერს კალაძე.

გუშინ თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართული კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი "კალაძის მეგობრებსა" და იტალიის "მილანს" შორის, იტალიელის ვარსკვლავების გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მატჩზე, ისეთი რანგის ქართველი და იტალიელი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, სებასტიანო როსი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული და სხვა ცნობილი ფეხბურთელები არიან.

35 წლის კახა კალაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოსა" და იტალიურ "მილანში" გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში მას 83 შეხვედრა აქვს გამართული, იტალიის "მილანში"კი 284 შეხვედრაში მის ანგარიშზე 13 გოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს