დემი მური და ბრიუს უილისი დამეზობლდნენ

დემი მური და ბრიუს უილისი დამეზობლდნენ

ყოფილი მეუღლეები, დემი მური და ბრუს უილისი განქორწინების შემდეგ კარგ მეგობრებად დარჩნენ. როგორც ჩანს, მათი მეგობრობა ახალ საფეხურზე გადადის. დემი და ბრუსი დამეზობლდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უილისმა მანჰეტენზე 8.8 მლნ დოლარად ღირებული ბინა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ბინა იმავე შენობაში მდებარეობს, სადაც დემი მურის აპარტამენტები. წყაროს თქმით, მური ახალი მეზობლით კმაყოფილია.

"ფაქტობრივად, ბრუსს თავად უბიძგა ამ ბინის ყიდვისკენ. ძალიან გახარებულია", - აცხადებს წყარო.

მიუხედავად კარგი ურთიერთობისა, დემი ყოფილ ქმრებს არ ინდობს. ვარსკვლავმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო 15 მილიონი ბრუსისგან, რომლის გადახდა უილისს სასამართლომ, დემისთან განქორწინებისას დააკისრა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება