ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი თამამი კოსტუმების გამო გაკიცხეს

ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი თამამი კოსტუმების გამო გაკიცხეს

რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესი მაყურებელმა შოუ Britain's Got Talent-ში ზედმეტად გამომწვევი სასცენო კოსტუმების გამო გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში მომღერალს შეახსენეს, რომ ეს საოჯახო შოუა და მას ბავშვებიც უყურებენ, შესაბამისად ზედმეტად გამომწვევი სამოსის ჩაცმა ცუდი იდეაა. შოუს მაყურებელმა ლოპესის ჩაცმულობა სტრიპტიზის მოცეკვავის სამოსს მიამსგავსა.

ახლა ვარსკვლავი კრიტიკის ახალ ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა ამჯერად მასთან ერთად არც ბიონსე დაინდეს. ორივე მომღერალი სცენაზე ბოდესა და "ბოტფორდებში" გამოსვლის გამო გაკიცხეს.

მომღერლები ლონდონში საქველმოქმედო შოუ Chime for Change-ზე გამოჩნდნენ. პროექტის მთავარი იდეა ქალთა უფლებების დაცვა, მათი დისკრიმინაციის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. კონცერტი 150 ქვეყანაში აჩვენეს და ის 1 მლრდ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

შოუს დასრულების შემდეგ მაყურებლებმა კრიტიკა სოციალურ ქსელებში გამოხატა. უმრავლესობის აზრით, მსგავსი ტიპის კონცერტებზე მომღერლები გამომწვევად არ უნდა იცვამდნენ.

"გამოდის, რომ ქალების ძალა ტყავის საცვლებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებშია?"

"როგორც ჩანს, თანამედროვე ფემინიზმი საკუთარი სექსუალურობის სასოწარკვეთილი დემონსტრირებაა."

"დიდი კონცერტი ქალთა უფლებების დაცვისთვის... სცენაზე კი ბიონსე საცვლებში და მოცეკვავეები სტრინგებში..." - წერენ სოციალურ ქსელებში.

საქველმოქმედო კონცერტზე 4 მლნ დოლარი  შეგროვდა.

მომზადებულია Grazia Daily-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება