102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა

102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა

ამერიკის შტატ ოჰაიოს მკვიდრმა დოროტი კასტერმა 102-ე დაბადების დღე 150-მეტრიანი ხიდიდან პარაშუტით გადმოხტომით აღნიშნა. მხცოვანმა ქალბატონმა ნახტომი ინსტრუქტორის დახმარებით განახორციელა.

"თავიდან პარაშუტით გადმოხტომას თვითმფრინავიდან ვაპირებდი, მაგრამ მოგვიანებით დაბადების დღის აღნიშვნა მშვიდად გადავწყვიტე",- ყვება დოროტი.

ხიდი პერაინი, საიდანაც იუბილარი გამოხტა, ქალაქ ტვინ-ფოლსში მდებარეობს და ერთადერთი შენობაა, საიდანაც წელიწადის ნებისმიერ დროს გადმოხტომა დაშვებულია.

დოროტის დაბადების დღე ექსტრემალურად პირველად არ აღუნიშნავს. შარშან მან საბიგირო გზით ისეირნა, რომელიც აიდაჰოს ერთ-ერთ კანიონზეა გადაჭიმული.

კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, დოროტიმ უპასუხა: "ასაკზე არასდროს ვფიქრობ, უბრალოდ ვცხოვრობ, სიამოვნებას ვიღებ და ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა!"

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს