თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს ცივილიზებული სამყაროს გაფრთხილებებს აცნობს.

"სანამ დავიძინებ ვიტყვი, ასეთი ვითარებაა:

ამერიკელი სენატორები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ თუ ოპონენტების დევნას განაგრძობს საქართველოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია გაჭირდება.

ევროპარლამენტარები ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ თუ ის ოპონენტების დევნას განაგრძობს, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გადაიხედება.

მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის Washington Post-ის სარედაქციო საბჭო ივანიშილს აფრთხილებს, რომ თუ ოპონენტების დევნას განაგრძობს, საქართველოს კარი დასავლეთში დაიხურება.

იგივეს იმეორებს Financial Time-ი.

დღეს, ჩემთან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი პირდაპირ კავშირშია ოპონენტების დევნასთან და 17 მაისის თემასთან (ცხადია, არა მხოლოდ).

შედარებით რბილად, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ივანიშვილს აფრთხილებს ევროკომისია და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამასობაში რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს აფართოვებენ და მავთულხლართებით საზღვრავენ, საქართველოს მთავრობა გაუგებრად ლუღლუღებს და მხრებს იჩეჩავს, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის წინაშეა, ქუჩებში განსხვავებული ვარცხნილობის ან ფერის ადამიანებს, ივანიშვილის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებულების დამქაშები სცემენ. 17 მაისს მოწყობილი პოგრომისთვის არავინ დასჯილა.

გაუმარჯოს საქართველოს მთავრობას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს