პრეზიდენტის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში ჩაირიცხა

პრეზიდენტის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში ჩაირიცხა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდი სუორტმორის (პენსილვანია, აშშ) კოლეჯში ჩაირიცხა. ამის შესახებ პირველი ლედი სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ედუარდმა საშუალო სკოლა დაამთავრა! ჩვენ ვამაყობთ მისი მიღწეული შედეგებითა და იმ ფაქტით, რომ ის აშშ-ში სუორტმორის კოლეჯში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ჰოლანდიური ტრადიციის შესაბამისად, მისი სასკოლო ჩანთა და ეროვნული დროშა მისივე ფანჯრიდან გადავკიდე", - წერს სანდრა რულოვსი.

სუორტმორის კოლეჯი "ფორბსის" საიტზე გამოქვეყნებული "აშშ-ის 50 საუკეთესო უნივერსიტეტის" რეიტინგში მე-10 ადგილზეა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოლეჯის სტუდენტთა ერთი მეხუთედი დოქტორის ხარისხს ეუფლება. ტრადიციის თანახმად, სასწავლო წლის დაწყებამდე კვირა საღამოს სტუდენტები იკრიბებიან და მხატვრულ ფილმს "კურსდამთავრებული" უყურებენ. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროგრამების გავლა შეუძლიათ, რომელიც 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს