თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს გიგა ბოკერიას დაპატიმრებას სთავაზობს

თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს გიგა ბოკერიას დაპატიმრებას სთავაზობს

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს თავისი მეუღლის, გიგა ბოკერიას დაპატიმრებას სთავაზობს. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წერილი უკვე მეტისმეტია, ციხეშია გასაშვები ეს კაცი ბატონო ბიძინა, საშინელებებს სჩადის", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აქვეყნებს.

"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან - რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს ივანიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს