სტინგი 10 წლის მანძილზე პირველ ალბომს გამოუშვებს

სტინგი 10 წლის მანძილზე პირველ ალბომს გამოუშვებს

2013 წლის 24 სექტემბერს ბოლო 10 წლის მანძილზე სტინგის პირველი სტუდიური ალბომი გამოვა. 

დისკს The Last Ship ერქმევა. მისი გამოშვება მომღერალს ამავე სახელწოდების მუზიკლზე მუშაობამ შთააგონა. სავარაუდოდ, დადგმის პრემიერა 2014 წელს ბროდვეიზე გაიმართება.

სტინგი დადგმის საუნდტრეკზე სამი წელი მუშაობდა. ალბომ The Last Ship-ში შევა სიმღერები, რომელიც ამ პერიოდში შექმნილი და ჩაწერილია.

სტინგის ბოლო სტუდიური ალბომი Sacred Love გაყიდვაში 2003 წლის სექტემბერში ჩაეშვა.  

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება