ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა

ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

ლიკა ლაბაძემ სახელი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სამორისთან ერთად მოპოვებული პირველი ადგილით გაითქვა. ამერიკული პროექტის ქართული ანალოგის ფინალში ლიკასა და სამორის წყვილი გიგი გაჩეჩილაძისა და თიკო სადუნიშვილის წყვილს დაუპირისპირდა. ორივე წყვილი ერთმანეთზე უკეთესი იყო, თუმცა სამორის იმდროინდელმა რეიტინგმა ყველაფერი გადაფარა და ლიკასა და სამორის დუეტი იმ წელს საუკეთესო მოცეკვავე წყვილად დასახელდა.

მას შემდეგ ყოფილი ბალერინა ლიკა ლაბაძე ცნობილი გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ ლიკა გახსნილი და გულღიაა ჟურნალისტებთან და ერთ-ერთი კარგი რესპონდენტიცაა, ასე რომ, ხშირად სტუმრობს ჟურნალების ფურცლებს და მისი პირადი ცხოვრებითაც ბევრი ინტერესდება. ადრე ამბობდნენ, რომ ლიკა გათხოვილი იყო, რასაც თავად არ ადასტურებს.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას და შემდეგაც, მაყურებელს ძალიან უნდოდა, ლიკა და სამორი რეალურ ცხოვრებაშიც დაწყვილებულიყვნენ და ყველა მათ რომანზე ჭორაობდა, თუმცა ამას თავად ხუმრობით ხვდებოდნენ და არასდროს დაუდასტურებიათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ სამორი სხვა ცნობილ გოგონასთან ურთიერთობდა - მომღერალ სალომე კორკოტაშვილთან, რომელმაც ამის შესახებ "ნანუკას შოუში" ისაუბრა, არცთუ დიდი ენთუზიაზმით, სამორის კი საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი. ასე რომ, ლიკასა და სამორის სასიყვარულო ამბავი გამოირიცხა. თანაც, ამ ჭორებს წერტილი ლიკამ თავადაც დაუსვა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიღებული პრიზით ეგვიპტეში დედასთან ერთად გაემგზავრა.

ლიკა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და სიმპათიური გოგონაა, ეს კი მის გარშემო ჭორების კორიანტელს აყენებს. თუმცა ამჯერად ჟურნალისტები არაფერ შუაში ვართ. ლიკამ თავად აალაპარაკა თბილისი, როდესაც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ ამასწინანდელ ნომერში თავისი პირადი ცხოვრების სიახლე გაგვაცნო. კერძოდ, გამოტყდა, რომ თავის ძველ მეგობართან რომანი აქვს.

"პატარა სიახლე მაქვს. გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ამას ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევ. ოთხი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა. მის ვინაობას ჯერჯერობით არ გავამხელ, ტელევიზიასთან არ აქვს შეხება, ისიც ძალიან დაკავებულია და როცა დროს ვპოულობთ, მაშინ ვნახულობთ ერთმანეთს", - ამბობდა ლიკა "რეიტინგთან" ინტერვიუში. ჩვენ, რასაკვირელია, ყვითელი პრესის კანონების შესაბამისად, მისი რჩეულის ვინაობით დავინტერესდით და გავარკვიეთ კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება