ანჯელინა ჯოლი 38 წლის გახდა

ანჯელინა ჯოლი 38 წლის გახდა

მიუხედავად 8-წლიანი თანაცხოვრებისა, ბრეტ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გრძნობა ერთმანეთის მიმართ ჯერ ისევ ძლიერია. მსახიობები თავს ერთად ბედნიერად გრძნობენ, რაზეც არა მხოლოდ მათი ახლობლების ინტერვიუები და პაპარაცების გადაღებული ფოტოები, არამედ პირადად ანჯელინას და ბრედის განცხადებებიც მეტყველებს.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში ანჯელინას გამოჩენამდე არც მიცხოვრია... (მსახიობი ხუთი წლის განმავლობაში ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული) ძალიან მოსაწყენი იყო ცხოვრება. ენჯიმ ჩემი სამყარო გააფერადა, ჩემს არსებობას აზრი შესძინა. მე ის ძალიან მიყვარს", - განაცხადა ბრედ პიტმა ცოტა ხნის წინ ამერიკულ ჟურნალ Esquire-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯოლის მიმართ პიტის სიყვარულის დასტური გახდა გუშინდელი დღეც - ანჯელინა იუბილარი იყო, ის 38 წლის გახდა - ბრედმა მას პარიზში საზეიმო ვახშამი მოუწყო. 3 ივნისს ფრანგული ფილმის "მსოფლიო ომი Z" პრემიერის შემდეგ (რომელშიც პიტი მთავარ როლს ასრულებს), ბრედმა ანჯელინა რესტორან Il Vino-ში წაიყვანა. რესტორნიდან გამოსვლის დროს წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, - განუცხადა რეპორტიორებს ანჯელინამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორმაგი მასტექტომია (სარძევე ჯირკვლების მოკვეთა) გაიკეთა, - მიხარია, რომ ჩემს გვერდით ბრედია. ის შესანიშნავი ადამიანი და არაჩვეულებრივი მამაა. ძალიან გამიმართლა!".

Il Vino-ში გატარებული რომანტიკული საღამოს დეტალები მედიისთვის უცნობი დარჩა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება