გოგა ხაჩიძე Deep Purple-ის წევრებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

გოგა ხაჩიძე Deep Purple-ის წევრებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე Deep Purple-ის წევრებთან თბილისში გადაღებულ ფოტოებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"იან გილანი თბილისშია :)

პეისი, გილანი, ხაჩიძე :))

ბაბუ! შენი ოცნება ავასრულე :))", - ასეთ კომენტარებს უკეთებს ხაჩიძე ფოტოებს.

"როჯერ გლოვერი

ძალიან მოეწონა ინსტრუმენტი და თვითონაც სცადა :)..."

ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ჯგუფს აეროპორტში კომპანია Altervision Group-ის წარმომადგენლები, მუსიკოსი აჩიკო გულედანი, ბაიკერები და ქართველი ფანები დახვდნენ. ბენდი მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ში მიიღებს მონაწილეობას.

Deep Purple-ს "დინამო არენაზე" სცენა დღეს, 21.30 საათზე დაეთმობა. მათ 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

ასევე იხილეთ: Deep Purple-ის გიტარისტმა გოგა ხაჩიძის საკრავი "დაამუღამა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს