შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი - "ყვე­ლა ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში"

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი - "ყვე­ლა ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში"

ფსი­ქოს დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი უკონ­კუ­რენ­ტო სექ­სსიმ­ბო­ლოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­ა. მის ირ­გვლივ მუ­დამ მრა­ვა­ლი ჭო­რი ტრი­ა­ლებს, რაც მის პო­პუ­ლა­რო­ბას ერ­თი­ო­რად ზრდის. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მის პი­რად საქ­მე­ებ­ში ხში­რად უხე­შად ერე­ვი­ან, თუმ­ცა ამას სუ­ლაც არ გა­ნიც­დის.

- შო­რე­ნა, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ხდე­ბა რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში გაქ­ცევს.

- ყვე­ლა პო­ლი­ტი­კა­ზეა გა­დარ­თუ­ლი, სი­ახ­ლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად არის და სა­ინ­ტე­რე­სოც ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავს და­ვუთ­მო დი­დი დრო. "რუს­თა­ვი-2" ჩემ­თვის მე­ო­რე სახ­ლი­ვი­თა­ა, აქ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და მის­ვლა მი­ხა­რია ხოლ­მე.

- გეტყ­ო­ბათ, "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბ­ლის" ჩა­წე­რა­ზე შენ და ვა­ნი­კო კარ­გად ხა­ლი­სობთ.

- ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რის დროს რა­ღაც ხდე­ბა ისე­თი, რა­საც ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ. ამი­ტომ ჩა­წე­რა­ზე ბევრს ვი­ცი­ნით. ამ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რას უნ­და და­ეს­წრო, რომ გა­ი­გო, იქ რა კუ­რი­ო­ზე­ბი ხდე­ბა (ი­ცი­ნის).

- ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი­ა, რომ სხე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბით უვ­ლი. რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა, ერ­თბა­შად რომ გა­სუქ­დე?

- თუ გავ­სუქ­დი?! მა­შინ ვიტყ­ვი, მა­ინც მსუ­ქა­ნი ვარ­-მეთ­ქი და დიდ შო­კო­ლა­დის ტორტს შევ­ჭამ.

- რა­ტომ არის შე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ასე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი?

- იმი­ტომ, რომ იცი­ან თუ არ იცი­ან, აქვთ უფ­ლე­ბა თუ არა - მა­ინც ყვე­ლა ცხვირს ყოფს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ საჭიროდ არ მი­მაჩ­ნი­ა, რა­მე იცოდ­ნენ. რო­ცა ჩავ­თვლი სა­ჭი­როდ, გა­ი­გებენ ჩემ­ზე მო­რი­გი ჭო­რი რო­ცა მეს­მის, უბ­რა­ლოდ, მე­ცი­ნე­ბა, რად­გან რე­ა­ლო­ბა ყო­ველ­თვის სხვა­ნა­ი­რია.

- ხში­რია ჭო­რე­ბი, რომ რა­ღაც ახა­ლი გა­ჩუ­ქეს. პრე­ზი­დენ­ტმა რომ ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი გა­ჩუ­ქოს, რას ეტყ­ო­დი?

- ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარ­ზე რე­აქ­ცი­ა? თან პრე­ზი­დენ­ტის­გან? არ მინ­და! უფ­რო ძვირ­ფა­სე­ბი მაქვს (ი­ცი­ნის).

- იქ­ნებ გაგ­ვიმ­ხი­ლო, რა არის ის, რაც გინ­და, მაგ­რამ არ გაქვს?

- ძა­ლი­ან მინ­და და ჯერ არ მყავს კი­დევ ერ­თი ძაღ­ლი.

- რამ­დე­ნი ძაღ­ლი გყავს?

- ორი: პე­კი­ნე­სი და ჩი­ხუ­ა­ხუ­ა. მა­თი სა­ხე­ლე­ბია პე­ნე­ლო­პა და მი­მი. ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გა­მორ­ჩე­უ­ლად ძაღ­ლე­ბი და მინ­და კი­დევ ერ­თი მყავ­დეს.

- რო­გო­რია შე­ნი იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი?

- ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი და თუ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი არის, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რი­ა.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დი შენს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს?

- სხვა რა­მე მკითხ­ე, ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს.

- თუ გა­გი­გი­ა, რომ შენ გა­მო მა­მა­კა­ცებს უჩხ­უ­ბი­ათ?

- არა, უფ­რო სწო­რად, არ ვი­ცი, მსგავს ფაქტს პი­რა­დად არ შევ­სწრე­ბი­ვარ.

- გარ­და იმი­სა, რომ გიყ­ვარს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ყოფ­ნა, კი­დევ რა არის შე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე?

- პირ­ველ რიგ­ში, მსა­ხი­ო­ბი ვარ და ეს საქ­მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ასე­ვე, ხში­რად მაქვს ფო­ტო­სე­სი­ე­ბი, ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი­ა, რო­გორ ხარ გან­წყო­ბი­ლი საქ­მის მი­მართ და თუ კარ­გად გა­ნეწყ­ო­ბი, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვა.

- რომ არა ის, ვინც დღეს ხარ, ვინ იქ­ნე­ბო­დი?

- ამა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რი­ა, მაგ­რამ ვი­ცი, რომ კა­მე­რის­გან შორს მა­ინც არ ვიქ­ნე­ბო­დი.

- რა სი­ახ­ლეს უნ­და ვე­ლო­დოთ შენ­გან ახ­ლო მო­მა­ვალ­ში?

- არის ერ­თი პრო­ექ­ტი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს ერევ­ნი­დან, ფილ­მთან და­კავ­ში­რე­ბით. ვნა­ხოთ, ამ­ჯე­რა­დაც თუ შედ­გე­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

- რა როლს გთა­ვა­ზო­ბენ?

- კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მი იქ­ნე­ბა, სა­დაც მთა­ვარ როლს მთა­ვა­ზო­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე მე­ტის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

და­ვით ან­დღუ­ლა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი - არის მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, აქვს იუ­მო­რის გრძნო­ბა. შე­უძ­ლია პრობ­ლე­მის და­დე­ბი­თი კუთხ­ით აღ­ქმა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობს, რად­გან, რო­გორც ჩანს, ბუ­ნე­ბით ერ­თგუ­ლია და იცის სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვის ფა­სი.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება