აზერბაიჯანმა მონსერატ კაბალიე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანმა მონსერატ კაბალიე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანმა მონსერატ კაბალიე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბახის არაღიარებულ რესპუბლიკაში ოპერის მომღერლის ვიზიტის გამო მიიღო.

ცნობილი ესპანელი მომღერალი მთიან ყარაბახს ერევანში დაგეგმილ კონცერტამდე ეწვია. იქ მონსერატ კაბალიე რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც ოპერის ვარსკვლავი დაარწმუნა, რომ მთიან ყარაბახში მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მას შემდეგ რაც ოპერის მომღერლის ვიზიტის შესახებ მედიაში დაიწერა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროომ განცხადება გაავრცელა. როგორც "ინტერფაქს-აზერბაიჯანს" ესპანეთში აზერბაიჯანის საელჩოში განუცხადეს, ესპანურმა მხარემ ქვეყნისგან საპროტესტო ნოტა მიიღო, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანში მონსერატ კაბალიე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

"ჩვენ ესპანურ მხარეს საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ, რომელმაც ნათელი მოფინა ვითარებას. ასევე აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კაბალიეს ვიზიტის ახსნა მოვითხოვეთ", - აცხადებენ საელჩოში.

მომხდართან დაკავშირებით მონსერატ კაბალიეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის "შავ სიაში" დაახლოებით 10 000 ადამიანი, მათ შორის რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილიც შედის.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება