ბრიუს უილისი დემი მურისგან გაიქცა

ბრიუს უილისი დემი მურისგან გაიქცა

ყოფილი მეუღლეები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, დემი მური და ბრიუს უილისი განქორწინების შემდეგ კარგ მეგობრებად დარჩნენ და რამდენიმე დღის წინ დამეზობლდნენ კიდეც.

თუმცა, დემის ისტერიკებმა და მისმა უხასიათობამ ბრიუსი ისე შეაწუხა, სახლის გაყიდვას აპირებს. დემი მსახიობ ეშტონ კატჩერთან განქორწინების შემდეგ დეპრესიას დიდხანს ებრძოდა, საყვარლებს იცვლიდა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ცხოვრობდა. ყველამ, მათ შორის უილისმაც ჩათვალა, რომ დემის ქარაფშუტული საქციელი წარსულს ჩაბარდა. წყვილის ახლო მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ მსახიობი ყოფილი მეუღლისგან რაც შეიძლება შორს გაქცევას აპირებს. უილისი მანჰეტენზე 8.8 მლნ დოლარად ღირებულ ბინას მალე დაემშვიდობება.

"უილისი დემის სულელური საქციელით ძალიან შეწუხდა. მან ყოფილ ქმარს უკვე თავი მოაბეზრა", - განაცხადა დემის მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ დემისა და ბრიუსის 3 ქალიშვილი სახლიდან წავიდა. მათ დედის დეპრესიას და ყოფილ ქმარზე ტირილს ვერ გაუძლეს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება